პოლიტიკა
საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ - საია-ს ანგარიში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა სპეციალური ანგარიში: “საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ”.

ანგარიშის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ხდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად;


ამავე დოკუმენტის მიხედვით, აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) მიმართ ხდება დაშინება, ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება და ფიზიკური ძალადობა.


  • ფიზიკური ხელშეუხებლობა: გამოიკვეთა კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მესამე პირების (ტიტუშკების რეიდები) მხრიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

  • მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება: რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე მიმდინარე აქციებზე საპოლიციო ღონისძიებები, უმეტესად, არ ატარებდა კანონიერ და პროპორციულ სახეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

  • გამოხატვის თავისუფლება: მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია რუსული კანონის ინიცირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

  • თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება: 2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საიას ინფორმაციით, დაახლოებით 210-მდე პირი დააკავეს. მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებები ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას. სისხლის სამართალწარმოება: საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე და, სულ, დაკავებულია 8 პირი. მიმდინარე გამოძიებების და დაკავებების კვალდაკვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქციის მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარებას. ამ მასშტაბით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარება იწვევს ეჭვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვის სახით კიდევ ერთ სისხლის სამართლებრივ მექანიზმს იყენებს დემონსტრანტების დასაშინებლად. აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართალწარმოება შეიძლება მიზნად ისახავდეს საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას.

  • რეპრესიების სხვა მეთოდები: გარდა ფიზიკური ძალადობისა, გამოიკვეთა დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების დაშინებისა და მუქარის არაერთი შემთხვევა, რაც რუსული კანონის თაობაზე მათ კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდა. 2024 წლის 31 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის საჯარო პოსტის შედეგად, ნათელი გახდა, რომ რეპრესიები ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ და, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის შემწყნარებლური პოლიტიკის გათვალისწინებით, მათ მიერ არის მხარდაჭერილი. მაგალითად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე უშედეგო გამოძიების გარდა, ასევე საგანგაშოა ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია, რომელმაც სატელეფონო ზარების, როგორც რეპრესიის ერთ-ერთი ფორმის, საქმეების შესწავლა ისე დაასრულა (და მასზე რეაგირება საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებად შეაფასა), რომ არ გამოუკვლევია, მოხდა თუ არა ამ მონაცემების მოპოვება სახელმწიფო ბაზაზე წვდომის შედეგად,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათი ორგანიზაცია განაგრძობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და დაზარალებული პირების დაცვას. მათი განცხადებით, საია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოავლენს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ანგარიში / საია /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ე.წ აგენტების
კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში 121
ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია შეიტანს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში 121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია შეიტანს.
17:03 / 17.07.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური
გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
16:36 / 17.07.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის
მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და თავდაცვის
ძალებისთვის 2024 წელს გამოყოფილი 30-მილიონიანი დახმარების გაყინვას.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და თავდაცვის ძალებისთვის 2024 წელს გამოყოფილი 30-მილიონიანი დახმარების გაყინვას.
15:43 / 09.07.2024
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად 2024 წლისთვის
გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეაჩერა.
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად 2024 წლისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეაჩერა.
15:02 / 09.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 24 °C
img
საგარეჯო 13 / 22 °C
img
დ.წყარო 12 / 18 °C
img
სიღნაღი 14 / 26 °C
img
ლაგოდეხი 13 / 21 °C
img
ყვარელი 14 / 24 °C
img
თელავი 13 / 23 °C
img
ახმეტა 13 / 24 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.