ვასილ მამათელაშვილი - კასრების ოსტატი გურჯაანიდან [Video/Photo]
21:19 / 12.05.2021
სახელოსნო სათონეში აქვს მოწყობილი და მამისეული იარაღებით, ხელით
მუშაობს. ეზოში ჩამწკრივებული, კასრებში ჩარგული აგავის ნერგების
დანახვისთანავე გაგიელვებთ ის აზრი, რომ ამ სახლში ხის ოსტატი
ცხოვრობს. 13 წელია, რაც პროფესიით ზოოტექნიკოსი, 70 წლის ვასილ
მამათელაშვილი ბონდერის ხელობაზე მუშაობს.
მამა ბონდერი ჰყავდა და ბავშვობაში თავადაც ეხმარებოდა. ეს საქმეც
სწორედ მაშინ შეისწავლა.
„მე-8 მე-9 კლასიდან ვეხმარებოდი მამას კასრების აღდგენაში და ხელობაც
იქიდან ავითვისე. მამაჩემი რომ დაიღუპა, მას მერე ეს იარაღები
ჟანგიანი ეყარა, მოუვლელი.
2009 წელში დავიწყე ხელობაზე მუშაობა და იმის შემდეგ ვაკეთებ
ნებისმიერი ზომის კასრს, მოთხოვნა რაზეც არის. “
კასრებს ძირითადად მაინც თუთისგან ამზადებს, რადგან მუხა ძნელი
საშოვარია. ამბობს, რომ ამ სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ
მასალაა.
„ზოგ გლეხს სახლში უდგა დიდი თუთა, ვეძებ და ვპოულობ. პანკისშიც უფრო
მეთუთეობას მისდევენ, იქიდან მომაქვს, აქ ახლომახლო სოფლებში თუ
რამეა, ფასს ვიხდი და ჭრიან ჩემი გულისთვის. მუხას რაც შეეხება, შეშას
ვყიდულობ და თუ შეშაში ურევია, იმას გადავარჩევ ხოლმე. საერთოდ მუხის
მოჭრა არ შეიძლება, მაგრამ დანომრილი და წუნდებული რომ შეხვდებათ,
იმას ჭრიან. კარგს არავინ მოგიტანს. ყველაზე ძვირფასია მაიკოპის და
ფრანგული მუხა, მაგრამ ძალიან ძვირია. მე რომ მაიკოპში 1200 დოლარი
გადავიხადო, ამას დავუმატოთ საქართველოში შემოტანისა და განბაჟების
ხარჯი, ალბათ, 1500 დოლარზე მეტი დამიჯდება 1 კუბური მეტრი.“
სამასალედ ხეს მაინც განსაკუთრებით არჩევს. მისი თქმით,
გასათვალისწინებელია წლიური ნაზარდის ზომა, ხის ასაკი და ისიც, თუ სად
იზრდება. ამბობს, რომ ჭალის მუხა სამასალედ არ გამოდგება. ასევეა
ახალგაზრდა ნერგიც.
„სამასალე მუხა უნდა იყოს 100 წლის ზევით, ახალგაზრდა ხე კასრებისთვის
არ ვარგა, რადგან მასალად არ არის ჩამოყალიბებული, ცილები ბევრი აქვს.
ამ ცილების გამოდევნაა საჭირო და ძნელია. პროდუქციას, რასაც
ჩავასხავთ, კი არ გააკეთებს, პირიქით - გააფუჭებს.“
თუთისა და მუხის კასრებს, სხვადასხვა თავისებურება და სიკეთე აქვს.
ვასილ მამათელაშვილის თქმით, მუხა უფრო არომატს აძლევს სითხეს, მაგრამ
შეხედულებით, სილამაზით ძალიან კარგ ფერზე აყენებს და თანაც არაყი
თუთის კასრში უფრო ბლანტი ხდება.
„ვინც ჩემგან კასრს ყიდულობს, რეკომენდაციას ვაძლევ, თუ როგორ უნდა
დაამუშაოს, რომ სითხე არ გააფუჭოს. ეს დამუშავება გარკვეულ დროს
მოითხოვს. მუხა უნდა გამოიწვას შიგნიდან, აილანძოს. გააჩნია მეღვინეს,
რა ფერზე უნდა დააყენოს სითხე, ამის მიხედვით კეთდება ნაკლებად
გამომწვარი, საშუალო და ძლიერად გამომწვარი. ალანძული კასრი უფრო
სასიამოვნო გემოს აძლევს ღვინოს.“
ვასილ მამათელაშვილი ამბობს, რომ ბონდერის ხელობის
შესწავლის მსურველი არავინაა. თუმცა, მისი შვილიშვილებიდან 9 წლის
თორნიკე დაინტერებულია პაპის ხელობით. როდესაც მათთან არის სტუმრად,
ცდილობს დაეხმაროს, ისიც აძლევს საშუალებას, რომ პატარა დეტალები
გამოთალოს.
„ჯერჯერობით ამ ხელობის შესწავლის მსურველები არ არიან, თუ
გამოჩნებიან ახალგაზრდები, სიამოვნებით შევასწავლიდი. ჩემი
შვილიშვილები იარაღებს მთხოვენ და თლიან ხოლმე თავიანთთვის ნივთებს.
თუ სერიოზულად დაინტერესდებიან, უფრო საფუძვლიანად შევასწავლი. არადა,
საინტერესო ხელობაა. არაფრისგან, საშეშე მასალისგან ვაკეთებ
კასრს.“
რაც შეეხება რეალიზაციას, ამბობს, რომ მოთხოვნა წინა წლებთან
შედარებით გაიზარდა, მაგრამ კასრები მაინც სპონტანურად იყიდება.
ზოგჯერ დღეში შეიძლება 10 ცალი გაყიდოს, შეიძლება თვე გავიდეს და ერთი
კლიენტიც არ გამოუჩნდეს.
თუმცა, მაინც არ ჩერდება, მუშაობს, რადგან ეს საქმე სიამოვნებას
ანიჭებს.
...და ასე სიყვარულით და რუდუნებით შექმნილი სხვადასხვა ლიტრაჟის
კასრები, ეზოში ჩამწკრივებული ელოდება მყიდველს.
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები