სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბეში მცხოვრები ბუწაშვილების
ოჯახში წლებია, რაც ერთობლივად მუშაობენ და ქმნიან თექაზე შესრულებულ
შედევრებს.
61 წლის მარიკა ბეროშვილი 2008 წლიდან დაეუფლა თექაზე მუშაობის
ხელოვნებას. რის შემდეგაც, აღმოჩნდა, რომ საქმიანობით მისი შვილებიც
დაინტერესდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ სფეროში
საკუთარი შესაძლებლობები მარიკას მეუღლემ, ზურაბ ბუწაშვილმაც
აღმოაჩინა.
საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE-სთან საუბარში, ზურაბ ბუწაშვილი
ყვება, რომ ბავშვობაში კარგად ხატავდა, თუმცა მშობლებს სურდათ,
ინჟინერი გამოსულიყო. ამის მიუხედავად, იგი უნივერსიტეტში ლექციებს არ
ესწრებოდა და ამ დროს ოქრომჭედლობას ეუფლებოდა.
მისთვის ოქრომჭედლობაც მეტად მარტივი და ნაკლებად საინტერესო
საქმიანობა აღმოჩნდა, რის გამოც თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთ
სფეროში - თექაზე ბარელიეფური ნამუშევრების შექმნაში გამოსცადა. ეს
ამბავი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მეუღლემ ერთხელ დახმარება
სთხოვა.
„ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი თექაზე მუშაობდნენ სახლში და მივეხმარე
პატარა დეტალის, ჭიამაიას გაკეთებაში. მერე ჩემს შვილიშვილს უნდოდა
მიშა და მაშა, მულტფილმს უყურებდა ხოლმე, ვცადე [თოჯინის გაკეთება] და
გამომივიდა.
ამის შემდეგ, კიდევ უფრო გავართულე და გადავედი პორტრეტებზე. სანამ
[ნამუშევარი] თავად არ მომეწონება, იქამდე თავს არ ვანებებ. თანაც
ვაძლევ მოცულობას და მოცულობა რომ ეძლევა, უფრო სხვანაირი ჩანს-
გამოდის უფრო ბარელიეფის სტილში,“ - გვიყვება ზურაბ ბუწაშვილი.
იგი თექაში აცოცხლებს ისეთი ბუმბერაზი მხატვრების ნამუშევრებს,
როგორიცაა რაფაელი, მოდილიანი, ფიროსმანი, თუმცა საავტორო
ნამუშევრებიც მრავლად აქვს, მაგალითად, „რძლის პორტრეტი“, „უცოლშვილო
კაცი“. თვალშისაცემია აგრეთვე მისი შექმნილი ნაცარქექიას ფიგურა.
„სახეზეც ეტყობა, რომ, რაღაცა მატყუარა, ქლესა, გაიძვერა კაცია.
ძალიან მიყვარს, როდესაც ასეთ რამეს ვაღწევ. ეს თავიდან ბოლომდე ჩემი
წარმოსახვით არის შექმნილი,“ - ამბობს ზურაბ ბუწაშვილი.
ბუწაშვილების პატარა სახელოსნო ამ დროისთვის, სიღნაღის ცენტრშია
განთავსებული. მათი ნამუშევრებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო
ტურისტი ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბუწაშვილს ნამუშევრებთან განშორება არ უჭირს.
მისთვის სასიხარულოა, როდესაც მის შემოქმედებას მნახველი აღტაცებაში
მოჰყავს და ნამუშევრის შეძენა სურთ.
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები