3 მაისიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტიში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა
დაიწყო მოძრაობა. დაინიშნა 8 მარშრუტი ქალაქისა და სოფლების
მიმართულებით. როგორც ააიპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურის
ხელმძღვანელი, ნიკა მურაკაშვილი speqtri.ge-სთან საუბრაში აღნიშნავს,
უკვე შემუშავდა საათობრივი გრაფიკი, თუმცა, შესაძლოა ცვლილებები კვლავ
განხორციელდეს.
აქვე ცნობილია ის, რომ კარდენახისა და კახიფარის მიმართულებით
ტრანსპორტი შეასრულებს 8-8 მარშრუტს, ხოლო არაშენდისა და კაჭრეთის
მიმართულებით, - სამ-სამს. ნიკა მურაკაშვილის განმარტებით,
მარშრუტების რაოდენობები მგზავრების რაოდენობის მიხედვით
განისაზღვრა.
„3 რიცხვიდან 14-მდე ვიმუშავეთ სატესტო რეჟიმში. ეს განრიგი იქიდან
გამომდინარე გაკეთდა, ხალხი როგორ მოძრაობდა, რა მიმართულებით, რა
საათებში. თუმცა ესეც არ არის საბოლოო, რაღაც ცვლილებები აუცილებლად
განხორციელდება, საზოგადოების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას სოფლებში, გზებიდან გამომდინარე,
რადგან მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ბევრ სოფელში ტრანსპორტი ვერ
შედის, თუმცა, ამ ეტაპზე კიდევ ძალიან ბევრი რამ გვავქს დასატესტი,
ბევრი ცვლილება განხორციელდება მოსახლეობის სასიკეთოდ, -გვეუბნება
ნიკა მურაკაშვილი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არც მათი ბარათებია დამზადებული, ვინც
მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფით სარგებლობს.
„ჯერჯერობით ბარათები დასამზადებელია მათთვის, ვინც შეღავათებით
ისარგებლებს მგზავრბისას. საქართველოს ბანკმა მოგვთხოვა, რომ
მივაწოდოთ სია მოსწავლეების, სოციალურად დაუცველებისა და
პენსიონერების შესახებ. შემდეგ უკვე ჩაიტვირთება შესაბამისი პროგრამა
და უკვე გვექნება იმის აღრიცხვაც, რამდენმა მოსწავლემ იმგზავრა,
რამდენმა პენსიონერმა და ა.შ.“
საათობრივი მარშრუტები სოფლების მიხედვით
ასეთია:
გურჯაანი-კაჭრეთი
გურჯაანი- კაჭრეთი ------------- 06:30
კაჭრეთი გურჯაანი --------------08:00
გურჯაანი- კაჭრეთი -----------14:00
კაჭრეთი გურჯაანი ------------ 15:00
გურჯაანი- კაჭრეთი ----------18:30
კაჭრეთი გურჯაანი ----------- 19:30
გურჯაანი-არაშენდა
გურჯაანი - არაშენდა ---------- 07:00
არაშენდა - გურჯაანი ---------- 08:15
გურჯაანი- არაშენდა ----------13:00
არაშენდა - გურჯაანი ---------14:30
გურჯაანი - არაშენდა ---------- 18:15
არაშენდა - გურჯაანი ----------19:30
გურჯაანი-კარდენახი
გურჯაანი- კარდენახი ---------- 07:00
კარდენახი- გურჯაანი ---------- 08:00
გურჯაანი- კარდენახი ------------ 08:00
კარდენახი- გურჯაანი ------------ 09:00
გურჯაანი- კარდენახი ------------11:15
კარდენახი - გურჯაანი -----------12:15
გურჯაანი- კარდენახი ------------ 12:45
კარდენახი - გურჯაანი ----------- 13:45
გურჯაანი- კარდენახი -------------14:15
კარდენახი - გურჯაანი ------------ 15:15
გურჯაანი- კარდენახი ------------15:45
კარდენახი - გურჯაანი ----------- 16:45
გურჯაანი - კარდენახი ----------- 17:00
კარდენახი - გურჯაანი ----------- 18:00
გურჯაანი - კარდენახი -----------18:20
კარდენახი- გურჯაანი ------------19:20
გურჯაანი-კახიფარი
გურჯაანი- კახიფარი ----------- 07:00
კახიფარი- გურჯაანი ----------- 08:10
გურჯაანი- კახიფარი ---------- 08:00
კახიფარი- გურჯაანი ---------- 09:10
გურჯაანი- კახიფარი ---------- 11:00
კახიფარი - გურჯაანი --------- 12:00
გურჯაანი- კახიფარი --------- 12:00
კახიფარი - გურჯაანი -------- 13:00
გურჯაანი- კახიფარი -----------14:00
კახიფარი - გურჯაანი ----------15:00
გურჯაანი- კახიფარი ----------15:00
კახიფარი - გურჯაანი ---------16:00
გურჯაანი - კახიფარი ----------17:00
კახიფარი- გურჯაანი -----------18:00
გურჯაანი - კახიფარი --------- 18:20
კახიფარი - გურჯაანი ----------19:20
რაც შეეხება ქალაქ გურჯაანში ტრანსპორტის მოძრაობის საათობრივ
მარშრუტებს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები