„ჩემი ხმა“ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ცესკოს მდივნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ აღნიშნულმა პირებმა შეასრულეს.

მისივე განმარტებით, ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს, ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა.

ამასთან, ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, არჩევნებამდე ორი თვითა და 9 დღით ადრე უკანონოდ, თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. ამ ცვლილების შედეგად, აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის გახდა შეუძლებელი. ამასთან, ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და ერთი კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ, გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი დაქვემდებარება.

ცესკოს ამავე გადაწყვეტილებამ განაპირობა ნაკადის რეგულირებასა და მარკირების პროცედურებზე პასუხისმგებელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის ამ ფუნქციების გაუმჭვირვალე პროცესით მინიჭება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ არჩევნების დღის განმავლობაში მარკირების წესის დაუცველობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაყალბების სქემის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მარკირების განუხორციელებლობამ გახადა შესაძლებელი სხვისი პირადობის მოწმობითა და სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემა.

ასევე, ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: საარჩევნო უბნებზე სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი ყოფილიყო პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატების უკან დგომის შესაძლებლობა, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლები მიზანმიმართულად გამოაძევეს უბნებიდან.

არსებობს მტკიცებულებები, რომ მმართველმა პარტიამ იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან/და რეგისტრაციის მისამართზე, სხვა პირებს მიაცემინა ხმა. ამ ტიპის მასშტაბური სქემის განხორციელება, წარმოუდგენელია განხორციელებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობს გარეშე. აღსანიშნავია დამატებით ისიც, რომ ცესკოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, არ გაეხსნათ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები, გაზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა ვინც ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ცესკოს ამ გადაწყვეტილებამ, ხელი შეუწყო მმართველი პარტიის გეგმას - სხვა პირებს მიეცათ ხმა იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან/და რეგისტრაციის მისამართზე.

არჩევნების დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის უფლება, რადგან ისინი თითქოს გადასატანი ყუთების სიაში იყვნენ და მათ ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მათ ბინებში მიდიოდნენ და ჰპირდებოდნენ გადასატანი ყუთის სიებში შეყვანას და არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სახლში მოტანას, თუმცა არჩევნების დღეს გადასატანი ყუთი მათთან არ მოუტანიათ და შესაბამისად, ხმის მიცემა შეეზღუდათ. მაღალი ალბათობით, მათ ნაცვლად ხმა სხვა პირებმა მისცეს.

საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე, რამდენიმე ქალაქში, სადაც ემიგრანტი ამომრჩევლების რიცხვი მაღალი იყო, ხმის მიცემის პროცესი გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი რეგისტრატორების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მთლიანად საარჩევნო პროცესი - ბევრმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა, ასევე, საფრთხე შეექმნა ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების ჯანმრთელობას;

ოპოზიციური პარტიებისა და მედიით გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და თავმჯდომარეებად ქართული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და მათთან დაკავშირებული პირები დანიშნა. დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ კომისიების ასეთი ფორმით დაკომპლექტების მიზანი მასშტაბური გაყალბების სქემის განხორციელება იყო. კომისიის წევრები სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელს უშლიდნენ დაკვირვების განხორციელებაში. ისინი იყვნენ აგრესიულები, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დამკვირვებლებს, ღიზიანდებოდნენ როცა იწერებოდა საჩივრები, ხელს უწყობდნენ არაუფლებამოსილი პირების ყოფნას საარჩევნო უბანზე, აღრიცხავდნენ და აკონტროლებდნენ ამომრჩევლებს, გადასცემდნენ ამომრჩევლების მონაცემებს მმართველი პარტიის ე.წ. “ქოლ ცენტრებს
“, - აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.

„ჩემი ხმის“ განმარტებით, არჩევნების დღის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვისი პირადობის მოწმობებითა და სხვისი პირადი ნომრებით ხმის მიცემის, ვერიფიკაციის პროცესის გაუმართაობის, მარკირების პროცედურების დარღვევის, მარკირების სითხისა და ფანრის გაუმართაობის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობის არაერთი ფაქტის შესახებ. „ჩემი ხმის“ ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარე არ რეაგირებდა დარღვევებზე და არც კომისიის წევრებს და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებდა რეაგირებისკენ.

„აღსანიშნავია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს აკრედიტაცია გაცემული ჰქონდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე, მათ შორის, NTV-ს მიერ აკრედიტირებულ რუს პროპაგანდისტ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დამრღვევ ალექსანდრ მალკევიჩზე. იგი ძებნილია აშშ-ს სპეც სამსახურების მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით და ჯილდოდ დაწესებულია 10 მლნ დოლარი. მის აკრედიტაციაზე პასუხისმგებელია ცესკოს მდივანი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის მიზნით, შეცვალა კანონი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი გახდა. როგორც დღეს ჩანს, მმართველი პარტიისთვის პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა იყო მნიშვნელოვანი საარჩევნო პერიოდში პარტიის ინტერესების გატარების მიზნით.

ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ სასურველი სქემის ხელშესაწყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საგამოძიებო სამსახურები, მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია, ამ ეტაპისთვის არარეალისტურია, თუმცა ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან სულ მცირე სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი - სამსახურებრივი გულგრილობა, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული საარჩევნო დანაშაულებთან ერთობლიობაში (162 (არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა), 164-ე (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა), 164 სეკუნდა (ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობა), 164 ტერცია (არჩევნების გაყალბება), 164 (4) (ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა).ამიტომ, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენელთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

და ბოლოს, არჩევნების ასეთი მასშტაბური გაყალბების სქემაში ცესკო იყო ერთ-ერთი, და არა ერთადერთი ჩართული სახელმწიფო უწყება. სადამკვირვებლო მისია სხვა მიმართულებებითაც აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაცია
“, - აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს
პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
14:47 / 20.11.2024
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების
ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების
შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
14:34 / 20.11.2024
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე
ზრუნვას.
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას.
16:17 / 19.11.2024
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად
ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ
გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
15:22 / 19.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 16 °C
img
საგარეჯო 5 / 14 °C
img
დ.წყარო 5 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 16 °C
img
თელავი 6 / 16 °C
img
ახმეტა 5 / 16 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.