ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია-ISFED
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია. მათივე განმარტებით, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“) კიდევ ერთხელ ეხმიანება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებში არსებულ არაბუნებრივ მახასიათებლებს. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და არაბუნებრივი მაჩვენებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და დეტალურად ახსნას აღნიშნულის მიზეზები.

ცესკომ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო, წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას. ამას ადასტურებს ცესკოს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში აუხსნელი ცვლილებები. მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება, რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით. საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით. საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ბოლოს მიღებული მონაცემები კი აჩვენებს 43 858 ამომრჩევლის გამოცხადებას. საარჩევნო ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია მსგავსი არალოგიკური ცვლილებები მის მიერ გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუკი შეცდომა მხოლოდ 11-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა.

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთოდ არ გამოხმაურებია იმ საარჩევნო უბნებზე აქტივობის საეჭვო მახასიათებლებს, სადაც კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის განსხვავება არაბუნებრივად მაღალია. თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას, ნორმალური განაწილებიდან კაცი ან ქალი ამომრჩევლის აქტივობის გადახრა შესაძლოა, კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს.

„სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია. 32 საარჩევნო უბანზე, სადაც ქალი ამომრჩევლის არაბუნებრივად მაღალი აქტივობაა გამოხატული, ერთიან სიაში კაცი ამომრჩევლები საშუალოდ 51%-ით, ხოლო ქალები 49%-ით არიან წარმოდგენილი, თუმცა კაცი ამომრჩევლების აქტივობის საშუალო დონე ამ უბნებზე 48%-ს, ქალების კი 80%-ს უტოლდება.

„სამართლიან არჩევნებს“ ცესკოსგან ჯერ კიდევ არ მიუღია გამოთხოვილი ინფორმაცია საარჩევნო უბნებში სპეციალურ სიებში გენდერული შემადგენლობის შესახებ. თუმცა, როგორც არ უნდა ნაწილდებოდეს სპეციალური სიიდან არჩევნებში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ამომრჩეველთა აქტივობის არაბუნებრივი ხასიათი უცვლელი რჩება.

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებს, წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და საზოგადოებას მიაწოდოს დადასტურებულად ზუსტი ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის შესახებ საარჩევნო უბნების მიხედვით, რაც მნიშვნელოვანია სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილი არაბუნებრივი მაჩვენებლების ასახსნელად
“,- აღნიშნულია განცხადებაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს
პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
14:47 / 20.11.2024
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების
ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების
შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
14:34 / 20.11.2024
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე
ზრუნვას.
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას.
16:17 / 19.11.2024
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად
ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ
გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
15:22 / 19.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 16 °C
img
საგარეჯო 5 / 14 °C
img
დ.წყარო 5 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 16 °C
img
თელავი 6 / 16 °C
img
ახმეტა 5 / 16 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.