საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის
მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და თავდაცვის
ძალებისთვის 2024 წელს გამოყოფილი 30-მილიონიანი დახმარების გაყინვას.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და
ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.
„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ
წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის
ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა.
ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა
და ქმედებებზე.
პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებება დარჩა
რეაგირების გარეშე:
თუნდაც სიმბოლურად, იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო -
რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინყვა. და პირიქით სხვა არაფერი
ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი,
რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს
წვრთვნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი
ამერიკას რა ეშველება !!!)
ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოესი მეგობრებისგან
ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველი პარტიის უგუნურ და
მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა
საზოგადოენისთვის : ჩვენი პარტნოორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი
თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის
ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს
კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ
ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან !
ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან
ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული?”
რატომ? … და ამიტომ!!!” - წერს სალომე ზურაბიშვილი
ფეისბუქ-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ ევროკავშირში
საქართველოს გაწევრიანების შეჩერებისა და 30-მილიონიანი დახმარების
გაყინვის გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ
ჰერჩინსკიმ დღეს, 9 ივლისს თბილისში გამართულ
პრესკონფერენციაზე-„ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური
საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი
ქვეყნებისთვის“ -
ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები