UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31
აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით,
საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ
გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერსგაიმართება და მასში
მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის
სტუმრებს ისინისაკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და
აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და
სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ.
დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო
სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური
სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული.
გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის
პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას,
საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული
პარტნიორობების დამყარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ
გაიუმჯობესონ ბიზნეს უნარები, გაიარონ მენტორობის პროგრამა და
ისარგებლონ მენტორებისმხარდაჭერით, ისწავლონ საინვესტიციო წინადადების
მომზადება და წარდგენა, შეხვდნენ სხვა მეწარმე ქალებს ევროპის და
აზიის 13 ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში -
Expo Capital Quest - ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლის
გაზაფხულზე გაიმართება.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი
მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი,„ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და
ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
და სხვ.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ბმულზე:
https://shorturl.at/jpqTC
[R]
მასალის გამოყენების პირობები