მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია-გიორგი ბახტურიძე
"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის
განცახდებით, 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების
მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
მისი განმარტებით, ბოლოს ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების
თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება
15%-ს შეადგენს, გასახურებელი თამბაქოს მოხმარება კი 8%-დან 12%-მდე
გაიზარდა.
„2024 წლის მარტ-აპრილში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებით,
საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს
ელექტრონული სიგარეტის, ე.წ. ვეიპის გამოყენების კუთხით. 15-16 წლის
მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არის დაახლოებით, 15%,
საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევადარებთ 2015 წელს, მაშინ 7% იყო.
2-ჯერ არის გაზრდილი ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, რასაც
ვვარაუდობდით.
ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელმა დაიკლო, 2015 წელს 18%
იყო, ახლა 11% გვაქვს. საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს ამ
პროდუქტთან დაკავშირებით. მშობლებიც კი მსუბუქად უყურებენ ამ
პრობლემას, გგონიათ, რომ მხოლოდ არომატიზატორებს აქვს ადგილი და
ახალგაზრდებისთვის ზიანის მომტანი არ არის.
გასახურებელი თამბაქოს მოხმარება თუ 8% იყო, 11-12%-ის ფარგლებში არის
ახლა, მოხმარება გაზრდილია. ერთი მხრივ, სერიოზული კლება გვაქვს
ჩვეულებრივ სიგარეტთან დაკავშირებით, თუმცა მეორე მხრივ, მზარდი
ტენდენცია გვაქვს, რასაც ხელი შეუწყო თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან
უკანონო ქმედებებმა. მოგეხსენებათ, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტის
პოპულარიზაცია და რეკლამირება აკრძალულია, თუმცა, სამწუხაროდ,
აკვირდებით ბოლო პერიოდში რომ სოკოებივით არის მომრავლებული
ელექტრონული სიგარეტების ნაირსახეობები, ასევე გასახურებელი თამბაქოს
პროდუქტებიც თვალხილულია. ეს პროდუქტები განთავსებულია ბავშვის
სათამაშოებთან, ტკბილეულთან ერთად. ამ ფაქტებს აფიქსირებს
მონიტორინგის სამსახური და გადაეცემა შემოსავლების სამსახურს
რეაგირებისთვის, მაგრამ იმდენად მაღალია დარღვევის რაოდენობა, ყველას
აღმოჩენა ვერ ხდება, შესაძლოა 90% აღმოვაჩინოთ და 10% ვერა“, -
აღნიშნა ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.
მასალის გამოყენების პირობები