რთველი 2024 აქტიურ ფაზაშია - ინტერვიუ ლევან მეხუზლასთან
რთველი 20024 აქტიურ ფაზაშია. კახეთში მევენახეები ყურძენს კერძო და სახელმწიფო კომპანიებში აბარებენ. 23 სექტემბრის მდგომარეობით უკვე დაბინავებულია 205 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა საუბრობს.

- რთველი 2024 უკვე აქტიურ ფაზაშია და თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ, ბოლო მონაცემებით რა მდგომარეობაა კახეთში?

- კი, რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. კერძოდ, უკვე შეიძლება ითქვას, დასასრულს უახლოვდება დედოფლისწყაროში, საიდანაც ტრადიციულადიწყება ხოლმე რთველი; აქიურად მიმდინარეობს კრეფა გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. დღე-ღამეში ბარდება 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. საერთო რაოდენობა უკვე გაცდენილია 205 ათას ტონას. ჯამში, შემოსავალმა, რომელიც გადაიხადეს ყურძენში როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უწყებებმა შეადგინა უკვე 290 მილიონამდე ლარი.





- წლევანდელი პროგნოზის მიხედვით, 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი უნდა მოვიდეს საქართველოში. კახეთში ხარისხიც და რაოდენობაც საკმაოდ მაღალია. რამდენად მოხდება მისი სრულად დაბინავება და არსებობს თუ არა მოთხოვნა ამ გაზრდილ მოსავალზე.
- კი, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ყურძენი უნდა ჩაბარდეს და დაბინავდეს. შესაბამისად, ამისთვის მზად ვიყავით. რქაწითელის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მასზე ნაკლებია მოთხოვნა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, დაესუბსიდირებიანა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გადაიხდიდა 1 ლარს, მას აუნაზღაუდება 20 თეთრი. თუმცა, უკვე რთველის მსვლელობის პროცესში აღმოჩნდა, რომ საფერავს შედარებით უჭირდა დაბინავება და კერძო სექტორი მარტო ვერ აუდიოდა უხვ მოსავალს. შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ შარშან 204 ათასი ტონა გადამუშავდა მთლიანად კახეთში, წელს მოგეხსენებათ, ველოდებით 300 ათას ტონამდე, 100 ათასი ტონით მეტს და როგორც აღვნიშნე, უკვე არის გადამუშავებული 205 ათასი ტონა. შესაბამისად, მთავრობის მყისიერი რეაგირების წყალობით, იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საფერავზე განისაზღვრა ლარნახევარი ფასი, იქიდან გამომდინარე, რომ საფერავის მოსავლიანობა ნაკლებია, ხოლო შენახვა და მოვლა შედარებით რთული, ვიდრე რქაწითელის, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით. ეს ფასი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ჩვენი ფერმერებისთვის და აქტიურად მიმდინარეობს სწორედ საფერავის ჩაბარება. ამ დროისთვის 100 ათასი ტონამდე საფერავია გადამუშავებული.





- რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომავალში აღარ გახდეს აუცილებელი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. რა არის გასაკეთებელი, რომ მევენახესა და მეღვინეს შორის შედგეს პირდაპირი კავშირი და ყურძნის ფასიც განისაზღვროს მათი უშუალო კომუნიკაციით.
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მოთხოვნის გაზრდა ყურძენზე, რაც თავის მხრივ განპირობებულია ღვინოზე მოთხოვნით. ანუ, თუ ჩვენ გავზრდით მოთხოვნას ღვინოზე, შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა ყურძენზეც. თუმცა, ზოგადად, მევენეხეობა-მეღვინეობის დარგი (და საქართველო არ არის გამონაკლისიამ თვალსაზრისით), ძალიან არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და კონკრეტულად იმ წლის ამინდზე.ამიტომ შეიძლება მოხდეს ასეთი მკვეთრი ცვლილება, როდესაც წინა წლის 200 ათასიდან, მომავალ წელს 300 ათასამდე გაიზარდოს მოსავალი. რა თქმა უნდა, ასეთ დროს საჭირო ხდება ის ღონისძიებები, რაც გატარდა ამ შემთხვევაში. და იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს რისკები, რომ ასეთი უხვი მოსავლის და სხვათა შორის, ხარისხიანი მოსავლის შემთხვევაში და ნაკლები მოთხოვნის პირობებში ფასი ჩაცდეს თვითღირებულებას, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

- კახეთთან შედარებით, ძვირადღირებული ყურზენი მოდის რაჭა-ლეჩხუმში და კახეთის შემდეგ რთველი სწორედ ამ რეგიონში დაიწყება. როგორი მოლოდინია და რამდენად იყო იქ ხელსაყრელი პირიბები, რომ იქაც კარგი და მაღალი ხარისხის მოსავალი ყოფილიყო.
- კი, ალექსანდროულ-მუჯურეთული, იგივე საფერავთან შედარებით რამდენჯერმე მეტად დაფასებულია, რაც პირველ რიგში გამოწვეულია რაოდენობით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაჭაში სულ რამდენიმე ასეული ჰექტარი ვენახია, რაც საბოლოო ჯამში იძლევა ხოლმე 1500-2000 ტონამდე მოსავალს და ბუნებრივია იმ ყურძნიდან, რომლისგანაც მზადდება სახელგანთქმული ღვინო ხვანჭკარა და ასეთი მცირე მოსავლის პირობებში იქნება უფრო დაფასებული და ძვირი, ვიდრე საფერავი. მინდა აღვნიშნო, რომ წელს რაჭა-ლეჩხუმშიც ვატარებდით მონიტორინგს და ყურძენი უახლოვდება უკვე კონდიციას, ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე. რთველს ჩვეულებრივ ვიყებდით ხოლმე 5 ოქტომბრის შემდეგ, თუმცა კლიმატური პირობების გათვალისწინებით, თუკი არ იქნება წვიმა, არ გამოვრიცხავთ რომ რთველი დაიწყოს უფრო ადრე.




- რამდენად არის გაზრდილი ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან რაჭა-ლეჩხუმის მოსავალთან დაკავშირებით და რამდენად არის შესაძლებელი, რომ სუბსიდირება იქაც გახდეს აუცილებელი.
- რაჭა-ლეჩხუმშიც არის სუბსიდირება უკვე რამდენიმე წელია. თუმცა, კარგი ის არის, რომ ამ სუბსიდირების პირობებში, უკვე ორი წელია, თითქმის მთლიანად ბარდება ეს მოსავალი სწორედ კერძო სექტორში.სახელმწიფო ძალიან მცირე ოდენობით იბარებს. მაგალითად შარშანწინ ას კილომდე მიიღო, რომელიც დაზიანებული იყო და არ ჩაიბარა კერძო სექტორმა, შარშან ოდნავ მეტი, 50 ტონამდე მოხდა გადამუშავება სახელმწიფოს მიერ. ანუ ბოლო ორი წლის მაგალითზე ვხედავთ, რომ კერძო სექტორი დაინტერესებულია და იაბრებს ალექსანდროული-მუჯურებთული ჯიშის ყურძენს რაჭის რეგიონიდან.



2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.
მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.

ამასთან ერთად, საფერავის ჭარბი მოსავლისპირობებში მისი დროული დაბინავებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ადგილობრივების
საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და
აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი
კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.
16:32 / 21.11.2024
23 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით შეიძინეთ პროდუქტი თიბისი
განვადებით პარტნიორ, ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზები.
23 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ, ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზები.
15:17 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის
განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე
იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე კი - ისევ შალვა პაპუაშვილი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე კი - ისევ შალვა პაპუაშვილი.
14:11 / 21.11.2024
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში
კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოავლინა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოავლინა.
13:33 / 21.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 11 °C
img
საგარეჯო 5 / 9 °C
img
დ.წყარო 4 / 11 °C
img
სიღნაღი 5 / 12 °C
img
ლაგოდეხი 6 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 14 °C
img
თელავი 6 / 10 °C
img
ახმეტა 5 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.