საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყებები 41%-ის შემთხვევაში არ რეაგირებენ - მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი
2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“, საქართველოში ა.შ.შ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით“.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა საქართველოში საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას მედიასაშუალებებისა და მოქალაქეების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ასევე თანამშრომლობდა მედიასაშუალებებთან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და მონიტორინგის მიზნით, რაც საზოგადოებისთვის ღირებულ მონაცემთა ბაზას ქმნიდა.

მკვლევარების განმარტებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული უფლებაა. კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს ამ ხელმისაწვდომობას თუმცა, პროექტის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო დაწესებულებები სრულყოფილად არ ასრულებენ თავიანთ სამართლებრივ ვალდებულებებს.

მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემის კანონიერი მოთხოვნისა, პროექტის მონაცემების შეგროვებამ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. ანალიზი ეყრდნობოდა 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით შეგროვებულ მონაცემებს, რომელიც მოიცავს 46 მედიასაშუალებასთან თანამშრომლობას საქართველოს მასშტაბით.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, დასკვნები აჩვენებს, რომ საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი - 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე. მეორე თემა, რომელიც დომინირებდა- მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა, საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კვლევაში გამოვლენილი საჯარო დაწესებულებებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აზიანებს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანალიზი აჩვენებს , რომ დაგვიანებული ან არასრული პასუხები ხშირად უსარგებლოს ხდის ინფორმაციას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

დოკუმენტის თანახმად, კვლევის პერიოდში ჟურნალისტებისა და ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი 1863 წერილიდან 764 (41%) უპასუხოდ დარჩა. გარდა ამისა, 341 პასუხი (18%) მოვიდა კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც ხაზს უსვამს საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დამუშავების სისტემურ საკითხს.

მკვლევარების შეფასებით, პროექტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები ცენტრალურ და რეგიონულ ინსტიტუტებს შორის რეაგირების მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
ცენტრალურმა უწყებებმა უგულებელყვეს მოთხოვნების 53%, რეგიონული ხელისუფლების 38%-თან შედარებით. თუმცა, ცენტრალური უწყებები ოდნავ უფრო მეტად იცავდნენ კანონიერ ვადებს (36%), ვიდრე რეგიონალური (42%).

რეგიონებიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა იმერეთში, საერთო რაოდენობის 18%-ით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი თითო 10%-ით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, მათ შორის მერიებმა და საკრებულოებმა, მიიღეს მოთხოვნების უმრავლესობა, რაც მთლიანი რაოდენობის 52,7%-ს შეადგენს.

კვლევიდან გამომდინარე, კანონიერი ვალდებულებების მიუხედავად, ბევრი საჯარო დაწესებულება ვერ ახორციელებს დროულ და ყოვლისმომცველ რეაგირებას, რაც გამჭირვალობას აფერხებს.

კვლევის მონაწილეების შეფასებით, ამ პროექტის მონაცემები ხაზს უსვამს რეფორმების აუცილებლობას. საჯარო უწყებების დროული რეაგირება აუცილებელია გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის.

შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია cmis.ge-ზე, საიდანაც ნებისმიერ მსურველს (მოქალაქეს და ორგანიზაციას) შეუძლია შეტყობინების გამოგზავნა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მომზადებაში პროექტის თანამშრომლებისგან დახმარების მიღება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს
პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
14:47 / 20.11.2024
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების
ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების
შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
14:34 / 20.11.2024
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე
ზრუნვას.
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას.
16:17 / 19.11.2024
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად
ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ
გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
15:22 / 19.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 16 °C
img
საგარეჯო 5 / 14 °C
img
დ.წყარო 5 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 16 °C
img
თელავი 6 / 16 °C
img
ახმეტა 5 / 16 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.