წნორის პარკში გამართული ბრძოლა კრივში სიღნაღელი გელა თეგაშვილის
გამარჯვებით დასრულდა, რომელის საქართველოს საჩემპიონო ქამრის
მფლობელი გახდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკრივო შოუ 24
სექტემბერს ჩატარდა.
"Boxing Group Promotion-მა საქართველოს პროფესიონალური კრივის
კავშირსა და სიღნაღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მორიგი
გრანდიოზული ღონისძიება მოაწყო, სადაც მონაწილეობა საქართველოს
სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებს გამორჩეულმა პროფესიონალმა
მოკრივეებმა მიიღეს.
კრივის საღამოს კულმინაცია 61 კგ წონით კატეგორიაში რეიტინგის
ლიდერების, სიღნაღელი გელა თეგაშვილისა და ახალციხელი ხვიჩა
გიგოლაშვილის 8 რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა გამოდგა საქართველოს
ქამარზე, სადაც მოკრივეებმა თავდადებული, სანახაობრივი, ტემპიანი და
დაძაბული ბრძოლა შესთავაზეს წნორის პარკში შეკრებილ ასობით
ქომაგს."-აცხადებენ მერიაში.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა
და საბოლოოდ გელა თეგაშვილის ქულებით გამარჯვებით დასრულდა.
დანარჩენი სარეიტინგო ბრძოლების შედეგები ასეთია:
54 კგ - აკაკი ყორღანაშვილი (სიღნაღი) VS გიორგი ბიჭიაშვილი (თბილისი)
- გაიმარჯვა ყორღანაშვილმა.
67 კგ - დიმიტრი წიკლაური (თბილისი) VS ლუკა გვრიტიშვილი (თბილისი) -
გაიმარჯვა წიკლაურმა.
57 კგ - გიორგი კაპანაძე (თბილისი) VS ლაშა-გიორგი ვარდიაშვილი
(რუსთავი) - გაიმარჯვა ვარდიაშვილმა.
+91 კგ - გერისო ადუაშვილი (ვარიანი) VS გიორგი კოპაძე (გორი) -
ბრძოლა შეწყდა შედეგის დაფიქსირების გარეშე.
64 კგ - გიორგი ქიტიაშვილი (გორი) VS დავით ბიძინაშვილი (გორი) -
გაიმარჯვა ქიტიაშვილმა.
+91 კგ - გიორგი მოსიძე (თბილისი) VS გიორგი ხუბეჯაშვილი (თბილისი) -
გაიმარჯვა ხუბეჯაშვილმა.
67 კგ - გოგა ქავთარაძე (სიღნაღი) VS ჯონი ნემსაძე (ქუთაისი) -
გაიმარჯვა ქავთარაძემ.
61 კგ - ლევან იანქოშვილი (სიღნაღი) VS ლუკა ბარნოვი (თბილისი) -
გაიმარჯვა იანქოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები