გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,4 ნოემბრამდე საქართველოში
ცვალებადი ამინდი იქნება.
მათივე განმარტებით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება
თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და
გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
"კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი
იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით
+16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს."-აცხადებენ
სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები