ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 508 294-ია
საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა
ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. როგორც ცესკო-ში აცხადებენ,
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს
შეადგენს.
მათივე ცნობით:
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში
მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში
მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის
მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა
მომართა.
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში
ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ია.
ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის
შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ
დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც
შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში
შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში
მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩეველებმა
გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი
29 277 -ჯერ.
მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა
შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და
განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით
მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს
ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია
ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო
კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის
საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ
საარჩევნო უბნებზე.
მასალის გამოყენების პირობები