საქართველოში, Rakuten Viber-ში არხების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში ყველასთვის ხელმისაწვდომია არხების ფუნქციონალი კომენტარებით, სტატისტიკით, დაგეგმილი პოსტებითა და სხვა სასარგებლო, მოსახერხებელი შესაძლებლობებით. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრისთვის, საქართველოში არხების რაოდენობა რამდენიმე ასეულ არხს ითვლის, რომელთაც ათი ათასობით მაღალი ჩართულობის გამომწერი ჰყავთ. მომხმარებლები აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს საინტერესო არხებს და იწვევენ სხვა გამომწერებს.

Rakuten Viber-ის არხები შესანიშნავი საშუალებაა ბრენდების, ორგანიზაციების, მედიებისა თუ ბლოგერებისთვის - ყველასთვის, ვისაც ფართო აუდიტორიასთან სჭირდება კომუნიკაცია. მაგალითად, არხებსა და ჯგუფებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ არხზე შეტყობინების გაგზავნა მხოლოდ ადმინისტრატორებსა და სუპერ ადმინისტრატორებს შეუძლიათ. აქ არ არის შეზღუდული მონაწილეთა რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ აუდიტორიას დაუკავშირდეთ. ამავდროულად, Rakuten Viber-ის პრიორიტეტების შესაბამისად, არხები დაცული და უსაფრთხო ადგილია - არხის წევრების სია მხოლოდ ადმინისტრატორებისთვის და სუპერ ადმინისტრატორებისთვისაა ხელმისაწვდომია. მომხმარებლებს მხოლოდ არხის წევრების საერთო რაოდენობის დანახვა შეუძლიათ. ასევე, არხის პოსტები ნაჩვენებია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და შეტყობინებები ჩართულია ნაგულისხმევად, რათა გაზარდოს აბონენტების ორგანული ჩართულობა.

Rakuten Viber-ის არხებმა პოპულარობა მოსახერხებელი ფუნქციებისა და ფართო შესაძლებლობების გამო მოიპოვეს. მომხმარებლებისთვის, Rakuten Viber-ის არხები მოსახერხებელი ინსტრუმენტია ბრენდებთან და ინფლუენსერებთან დასაკავშირებლად: აქ შესაძლებელია გაეცნოთ ახალ ამბებს მედიიდან, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია კომპანიებისგან, მიჰყვეთ ბლოგერებს და მიიღოთ ხარისხიანი კონტენტი თქვენთვის საინტერესო თემებზე. არხის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ რეაქციები შეტყობინებებზე, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებსა თუ ვიქტორინებში, გააზიარონ საყვარელი პოსტები პირად ჩატებში და დატოვონ კომენტარები პოსტებზე (თუ ეს ვარიანტი ჩართულია არხის სუპერადმინისტრატორის მიერ). მომხმარებლებს ასევე აქვს სხვა არხების მოძებნის შესაძლებლობაც. თუკი არხი საჯაროა, მაშინ მომხმარებლებს შეუძლიათ სახელით ან აღწერით მოძებნონ მესენჯერში საძიებო ფუნქციის მეშვეობით.

აქ მოცემულია არხის ადმინისტრატორებისა და სუპერადმინისტრატორებისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციების სია:

• ჩატბოტთან კავშირი დამატებითი სერვისებით: Rakuten Viber-ის მესენჯერში, არხები შეიძლება მიბმული იყოს იმავე ორგანიზაციის ჩატბოტთან (არხის ყველა მონაწილეს ექნება წვდომა ჩატბოტზე გადასასვლელ ღილაკზე). ჩატბოტის საშუალებით შესაძლებელია, მაგალითად, მიიღოთ უკუკავშირი არხის წევრებისგან, დამატების მოთხოვნა ან გაუწიოთ მათ რაიმე სხვა სერვისის დახმარება.

• სტატისტიკა მონაწილეებისა და შეტყობინებების შესახებ: სტატისტიკური ინფორმაცია საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიცნოთ თქვენი აუდიტორია. სუპერ ადმინისტრატორებს შეუძლიათ ნახონ აქტიური მომხმარებლების საერთო რაოდენობა, არხის წევრების რაოდენობის ცვლილებები და დემოგრაფიული მონაცემები. მათ, ასევე, აქვთ წვდომა თითოეული პოსტის სტატისტიკაზე და შესაძლებლობა გაეცნონ უნიკალური ნახვების, რეაქციების და გადაზიარებების რაოდენობას.

• ასაკობრივი ზღვარი: ადმინისტრატორს შეუძლია შეზღუდოს არხის აუდიტორია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე. არხის გამოსაწერად, ახალმა წევრებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათი ასაკი მინიმუმ 18 წელია.

• მოგვიანებით გამოქვეყნება: ამ ფუნქციის გამოყენებით, სუპერადმინისტრატორებს შეუძლიათ ავტომატურად გაგზავნონ არხებზე შეტყობინებები, რაც მათ საშუალებას აძლევს წინასწარ გაამზადონ პოსტები და დაგეგმონ მომავალი გამოქვეყნების დრო. თუმცა ამ ფუნქციის გასააქტიურებლად, თქვენ უნდა მიიღოთ ვერიფიკაციის ნიშანი (არხის პარამეტრებში აირჩიეთ „დეველოპერებისთვის" და დააკოპირეთ უნიკალური გასაღები ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება).

• კონტენტის შექმნისთვის საჭირო ხელსაწყოების ფართო სპექტრი: გსურთ გახადოთ თქვენი პოსტები კიდევ უფრო საინტერესო და გაზარდოთ აუდიტორიის ჩართულობა? მაშინ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოკითხვების და ვიქტორინების ფუნქცია არხის წევრების დამატებითი ყურადღების მისაპყრობად და მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. პოსტებზე რეაქციების რაოდენობა კი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თუ რა სახის კონტენტი მოსწონთ თქვენს გამომწერებს. ფაილის სხვადასხვა ფორმატის (ფოტოები, ვიდეო, სტიკერები, გიფები) გაგზავნის შესაძლებლობა და გაძლიერებული რეალობის ნიღბების თუ საავტორო სტიკერების ნაკრების გაზიარება დაგეხმარებათ კონტენტი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. არხის გამომწერებს, თავის მხრივ, შეუძლიათ გამოიყენონ შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია და კონკრეტული შეტყობინების ტექსტს, 30-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე გაეცნონ.

Rakuten Viber არხების საშუალებით, ბრენდებს, მედიებსა და ბლოგერებს შესაძლებლობა აქვთ გააზიარონ სიახლეები, მოიზიდონ ახალი აუდიტორია და უკეთ გაიგონ მათი ინტერესები. იმავდროულად, მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ შესაბამისი, უნიკალური, საინტერესო კონტენტი და შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხშირად ჩამოტვირთული აპია მსოფლიოში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან კავშირებს და ვაერთიანებთ ადამიანებს უსაფრთხოდ, რათა მათ შეძლონ დატკბნენ ძვირფასი მომენტებით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მართონ საქმიანი ურთიერთობები ან მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს - ჩვენ, ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ! როგორც სუპერ აპლიკაცია, ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით ისეთ სერვისებს, რომლებიც მოიცავს მათი ყოველდღიურ საჭიროებებს, თითქმის ყველა ასპექტში და ვუადვილებთ მათ ცხოვრებას.

Rakuten Viber არის Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი, გლობალური ტექნოლოგიების ლიდერი ელექტრონული კომერციის, ფინტექის, ციფრული კონტენტის და საკომუნიკაციო სერვისების სფეროში.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის
წარმომადგენლები და კერძო პირები რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და კერძო პირები რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.
15:46 / 17.10.2024
პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც
ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად,
გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.
პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.
16:30 / 16.10.2024
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის
არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და
მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და
საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის
წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.
15:43 / 16.10.2024
გურჯაანმა ღვინის ფესტივალს წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა.
ღონისძიება ტრადიციულად ახტალის პარკში ჩატარდა. ვრცელ ტერიტორიაზე
მოწყობილი იყო სხვადასხვა ტიპის ზონა ყველა ასაკისა და გემოვნების
სტუმრისთვის.
გურჯაანმა ღვინის ფესტივალს წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა. ღონისძიება ტრადიციულად ახტალის პარკში ჩატარდა. ვრცელ ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა ტიპის ზონა ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმრისთვის.
15:21 / 13.10.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 9 / 17 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 7 / 12 °C
img
სიღნაღი 9 / 17 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 9 / 17 °C
img
თელავი 8 / 15 °C
img
ახმეტა 7 / 14 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.