გურჯაანის ღვინის ფესტივალის პროგრამა ცნობილია

მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ღვინის ფესტივალი წელს 12 ოქტომბერს უკვე მეექვსედ გაიმართება.


მზარდი ინტერესი, გურჯაანის ღვინის ფესტივალს ყოველწლიურად კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის. შედეგად, გურჯაანის ღვინის ფესტივალს წელს 424 მონაწილე ჰყავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საფესტივალო ღონისძიებები მოწვეული სტუმრებისთვის ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დამთავრდება. სადაც წარმოდგენილი იქნება ბავშვთა გასართობი პროგრამა, კახური მასტერკლასები, მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო სივრცეები და ა.შ.

ცნობილია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე დამსწრეთა მსურველთათვის თბილისი-გურჯაანი-თბილისი მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

თბილისში შეკრების ადგილი - პირველი რესპუბლიკის მოედანი
თბილისიდან ავტობუსები გავლენ 13:00 და 14:00 საათზე
გურჯაანიდან ავტობუსები თბილისის მიმართულებით დაბრუნდებიან 22:00 და 23:00 საათზე.


12 ოქტომბრის დღის წესრიგი შემდეგია:

14:00-20:00 ღვინო - ჩვენი საუნჯე
  • სომელიეების შოუ / ღვინის სახალისო კონკურსი
  • IWSC ოქროს მედალოსანი ღვინოების პრეზენტაცია
  • ევროპული ღვინოების პრეზენტაცია
  • ქართული ბაზარი
  • კახური მასტერკლასები
14:00-22:00 მარკეტი
  • მეღვინეთა სივრცე
  • მეწარმეთა სივრცე
  • ქართული ეთნო ნაწარმი
  • მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო სივრცეები
14:00-22:00 ფუდქორთი
  • კახური ეზო
  • ქართული სთრით ფუდი
  • მწვადის სივრცე
  • თათარობა და თონეში პურის ჩაკვრა
  • საწნახელში ყურძნის დაწურვა
14:00-18:00
  • მუსიკალური პროგრამა ბავშვთა სივრცეში
14:00-22:00
  • ფესტივალის მთავარი საკონცერტო სცენის მუსიკალური პროგრამა

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი წელს სომელიე ჯაბა ძიმისთარიშვილი იქნება.

"მაქსიმალურად ვეცდები წარმოდგენილ მარნებთან ყველასთან მივიდე, ახალი ღვინის პორტფოლიო შევადგინო, როგორც იმპორტისთვის, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ხარისხი უფრო და უფრო გაუმჯობესებული დამხვდება თითოეული მარნიდან. ველოდები დიდ აქტივობასა და ხალხმრავლობას ფესტივალის ფარგლებში."-აღნიშნავს ჯაბა ძიმისთარიშვილი.

ორგანიზატორების თქმით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის.

სიახლეა ის, რომ წელს პირველად IWSC-ის საერთაშორისო კონკურსს საქართველოში სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს
პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
14:47 / 20.11.2024
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების
ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების
შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
14:34 / 20.11.2024
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე
ზრუნვას.
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას.
16:17 / 19.11.2024
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად
ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ
გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.
15:22 / 19.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 16 °C
img
საგარეჯო 5 / 14 °C
img
დ.წყარო 5 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 16 °C
img
თელავი 6 / 16 °C
img
ახმეტა 5 / 16 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.