თიბისის პარტნიორი კომპანია 1plus1-ის მიერ შექმნილი უნიკალური აპლიკაცია, მომხმარებელს ყველაფრის გაორმაგებაში ეხმარება
1plus1 თიბისისა და აწარმოე საქართველოს ინოვაციური სტარტაპის გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 თვის წინ დაიწყო.

იდეა, რომელიც მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, დიანა ლაჭყეპიანმა და ზურაბ რცხილაძემ ბიზნესად აქციეს, უმარტივესია:

„ადამიანს ყოველთვის სურს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე იხდის.მარკეტინგული ხერხი 1+1 მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც თავს მოუყრიდა ასობით სხვადასხვა ბიზნესის პროდუქტსათუ სერვისს და მარტივი აპლიკაციის სახით, შესთავაზებდა მომხმარებელს. ადამიანი რეგისტრირდება, ყოველთვიურად იხდის სულ რაღაც 9.80 ლარს და სარგებლობს 1+1 მომსახურებით ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. მაგალითად, უკვეთავთ ერთ პიცას, მეორეს კი უფასოდ იღებთ. სპორტდარბაზში იხდით ერთი თვის საფასურს, მეორე თვე კი უფასოა, ან იხდით ერთი ადამიანისას, მეორე ადამიანს კი უფასოდ ეკუთვნის იგივე სერვისი“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ რცხილაძე.

კომპანია 1+1-ის პარტნიორი უკვე ასობით სხვადასხვა სახის ბიზნესია: სასტუმროები, სწრაფი კვების ობიექტები, საბილიარდოები, სპორტული დარბაზები, ტატუს სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები, სტადიონები, რესტორნები, საბავშვო მაღაზიები. მოკლედ, უამრავი სრულიად განსხვავებული პროდუქტი თუ მომსახურება, რომელიც მომხმარებელს 1+1-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს.

„ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს თანხის გაორმაგებაში დაეხმარება. ჯერჯერობით ვებგვერდი გვაქვს https://1plus1.ge, ხოლო აპლიკაცია დასრულების ეტაპზეა და მზად ერთ თვეში იქნება. აპლიკაცია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველა, ვინც გაიაქტიურებს მას, იოლად ნახავს რამდენი დაზოგა თვის განმავლობაში. ყველგან, სადაც ამ აპლიკაციას გამოიყენებთ, მოხდება მისი დასკანერება და ცხადი იქნება, თვის ჭრილში რა თანხა დაიზოგა. 9.80 ლარის გადახდით მომხმარებელი შეძლებს ათასი, ორიათასი, სამიათასი ან მეტი ლარი გაიორმაგოს. მაგალითად, თუ სასტუმროს ნომერს უკვეთავთ, რომელიც ღამე 300 ლარი ღირს, მეორე ღამეს უფასოდ რჩებით, ანუ 300 ლარს იორმაგებთ“.

მსოფლიო ბაზარზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობა იგივე დარჩება, მხოლოდ ვალუტა შეიცვლება – ევროპის მასშტაბით 9.80 ევრო იქნება, აშშ-ში კი – 9.80 დოლარი.

ბიზნესი, რომელიც მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობას მხოლოდ ახლა იწყებს, საქართველოს მასშტაბით უკვე ორასამდე პარტნიორ კომპანიას ითვლის, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, ყოველთვიურად, დაახლოებით, ას კომპანიას მაინც იმატებენ. ზაფხულის ბოლომდე მინიმუმ 500-600 კომპანიასთან პარტნიორობაა დაგეგმილი, მათ შორის ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდები.

„როცა კომპანია შესაბამის მასშტაბზე გავა და ყველაფერი ჩვენი გეგმისა და ვარაუდის მიხედვით განვითარდება, დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოსთვის გადასახადი მოიხსნას. დიახ 1+1 სერვისის მიღება სრულიად უფასო იქნება“.

ეს აპლიკაცია და მომსახურება უნივერსალურია, 1+1 პლატფორმა გაორმაგების პლატფორმაა და ყველა ასაკობრივ თუ სოციალურ ჯგუფს ეხება. აქედან გამომდინარე, კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
„ჩვენს მიერ შერჩეული ახალგაზრდების გუნდი, დაახლოებით, 30 ადამიანს ითვლის. იგეგმება, რომ ყოველ თვე 10-15 ადამიანი დაემატება გუნდს. საქართველოს მასშტაბით 200-250 კაციანი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. ამჟამად მხოლოდ ორი ოფისი გვაქვს, თბილისსა და ბარსელონაში. მალე, უკვე ზაფხულში, ოფისი ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება. ივლის-აგვისტოში მილანის ოფისის გახსნა იგეგმება, ეტაპობრივად კი სხვა ევროპული ქალაქებიც დაგვემატება“.

კომპანიის წარმომადგენლების, ლევან რცხილაძის და კონსტანტინე რაზმაძის თქმით, ბარსელონა იდელური ქალაქია ევროპის დასაპყრობად.ესპანეთის 2 ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში, 1+1-მა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბარსელონას ოფისის ხელმძღვანელი, როინ შიოშვილი ფიქრობს, რომ ბრენდი მალე მოედება მთელ ესპანეთს.2024 წლის დასასრულს კომპანია 14 ევროპული ქალაქის„დაპყრობას“ გეგმავს.

1plus1 ქართული ბრენდია, რომლის მისიაც ევროპის მაშტაბით ასპარეზზე გამოჩენაა და რომლის გეგმებსაც საზღვარი არ გააჩნია.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები TBC / თიბისი /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს
მასპინძლობს.
მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს.
16:34 / 27.09.2024
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის
ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ
19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა.
15:18 / 27.09.2024
თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად,
სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი
დააარსა. თიბისის კამპუსი სტუდენტებსბიზნესის მიმართულებითსრულად
დაფინანსებულ, სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.
თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა. თიბისის კამპუსი სტუდენტებსბიზნესის მიმართულებითსრულად დაფინანსებულ, სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.
14:37 / 27.09.2024
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის
პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის
საკითხს განიხილავს. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო
ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული
მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508
საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ.
14:26 / 26.09.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 22 °C
img
საგარეჯო 9 / 19 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 9 / 23 °C
img
ლაგოდეხი 10 / 21 °C
img
ყვარელი 10 / 22 °C
img
თელავი 9 / 21 °C
img
ახმეტა 8 / 21 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.