დღეს, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის
მუხლობრივ განხილვას პლენარულ სხდომაზე მხარი მეორე მოსმენითაც
დაუჭირა.
დაახლოებით, ცხრასაათიანი განხილვის განმავლობაში, კომიტეტის
თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში 14 დეპუტატი და
არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წევრი გააძევა, კანონპროექტთან
მიმართებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებისა თუ კითხვების გამო.
ანრი იხანაშვილი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევისა და მიკროფონის
გათიშვის შემდგომ საუბრის გაგრძელების გამო აძლევდა შენიშნებს.
ამ დროისთვის, უცნობია, თუ როდის განიხილავენ რუსულ კანონს პლენარულ
სხდომაზე მუხლობრივად. პლენარული სესია 30 აპრილს, 12:00 საათზე
ჩაინიშნა. ამავე დღეს, სესიამდე 15 წუთით ადრე, ბიუროს სხდომაც
გაიმართება, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიტანონ თუ არა
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში.
რუსული კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით განხილვის სავარაუდო თარიღად
17 მაისია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება-
რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირების შესახებ,
საზოგადოებისთვის 3 აპრილს გახდა ცნობილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი, პირველი მოსმენით,
17 აპრილს დაუჭირა, რასაც საზოგადოების მხრიდან ფართომასშტაბიანი
საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“, იგივე „აგენტების“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, პირველი
მოსმენით, 17 აპრილს მიიღო.
83 მომხრე, 0- წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის
შედეგი.
ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მმართველი პარტიის
მიერ ორგანიზებული რუსული კანონის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
ხელისუფლებამ მოქლაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით
განახორციელა. ე.წ კონტრაქციაზე რუსული კანონის მხარდასაჭერად საჯარო
სამსახურის თანამშრომლები და მასწავლებლები
გურჯაანიდანაც წაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები