ველური ბუნების სააგენტოს მიერ გამოცხადებული 355 ათას
ლარიანი ტენდერი, საქართველოში ტურის (Canis aureus) და მგლის
(Canis Lupus) პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასებისა და
კლიმატის ცვლილების შესახებ ჩავარდა, რადგან მონაწილეობის სურვილი
არცერმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა.
პროექტით უნდა შერჩეულიყო საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში,
შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) იქ, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა
მათი რიცხოვნობის ზრდა;
ბ) იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას
სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე;
გ) პოპულაციების მდგომარეობის და სიმჭიდროვის შესახებ, კვლევების
შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება, სხვა
მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან.
კვლევის შედეგად უნდა დადგენილიყო/დაზუსტებულიყო ტურის და მგლის
პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში
არსებულ სხვა სახეობებზე.
აღნიშნული ტენდერის გამოცხადება, ევროკავშირთან გაფორმებული
ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მოხდა, რადგან ამ შეთანხმების
შესაბამისად, საქართველომ
აიღო ვალდებულება მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება
მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის
დირექტივებთან.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობის
2021 წლის 16 დეკემბრის №2255 განკარგულების საფუძველზე
საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმდა
საგრანტო შეთანხმება (SIDA Contribution No 15169) სადაც, პროექტის
„გადავარჩინოთ ბუნება -
საქართველოს“ მიზანს წარმოადგენს: საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება,
ბიომრავალფეროვნების
დაკარგვის შესაჩერებლად ეროვნულ დონეზე, გრძელვადიან პერსპექტივაში
ჰაბიტატის განადგურების და დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსებისა და
სახეობების ჭარბი
გამოყენების, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების პრევენციის
გზით.
მასალის გამოყენების პირობები