სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა
11:46 / 13.03.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი
ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საპეციალური საგამოძიებო
სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი
მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და
ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის
პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბი გვერდის
გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის
ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო
მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური
შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ
„Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად
უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო
ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის
დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბ გვერდზე
ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.
დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას
მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის
ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა
ბრალდებული.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფის ფაქტზე ასევე მხილებულია 2000 წელს დაბადებული ქალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“
ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების
მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა
მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც
მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი
სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა, ამ
გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი
ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ
სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის
პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის
შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.
დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორივე ფაქტზე აგრძელებს
გამოძიებას.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ადგილობრივების
საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და
აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი
კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის
განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე
იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე კი - ისევ შალვა პაპუაშვილი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში
კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოავლინა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები