თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი
გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5
ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია.
გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები.
ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ გაიმარჯვა
„სტოქტონმა“, რომელიც არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის
კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო
გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და
საკონცერტო გამოცდილებას მსმენელისთვის. კომპანიის შემოქმედებითი
ჯგუფი არტისტებთან ერთად ჩართულია მუშაობის ყველა ეტაპზე, საიმისოდ
რომ შექმნან ახალი და განსხვავებული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება.
„გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ დაჯილდოვდა
ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანია „ენთები“, რომელიც
ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ენთები დაარსდა
2015 წელს და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული
და გამარტივებული სერვისი. როდესაც ენთები ბაზარზე გამოჩნდა,
საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
ხელმისაწვდომი სერვისი. ენთებმა სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული
სერვისი შექმნა, მარტივი მიდგომის გამოყენებით: ტექნოლოგიების
დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის
გზით, მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ერთი მხრივ
ამცირებდა ხარჯებს და საშუალებას იძლევა, რომ მცირე და საშუალო
სეგმენტს მისაღებ ფასად შესთავაზო მომსახურება და მეორე მხრივ ახდენდა
ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულებას. ფიზიკური
საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული ინფორმაციის
მიმოცვლით.
ორგანიზატორების და ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაცია „გამორჩეული
სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კავკასიის გარემოსდაცვითი
ორგანიზაციების ქსელის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის ნანა
ჯანაშიას სახელობის იქნება, რომელიც შარშან ტრაგიკულად დაიღუპა. ნანა
ჯანაშია წლების განმავლობაში იყო ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი და
ის სწორედ ამ ნომინაციის კონკურსანტებს აფასებდა.
წელს ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“
კომპანია „ბაბალემ“ გაიმარჯვა, თავისი გამორჩეული
საქმიანობისთვის,რაცსაქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ადამიანების დასაქმებას გულისხმობს.კომპანია „ბაბალე“ დაფუძნდა
დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი
ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ
დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული
მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ
სრულფასოვანი დასაქმება. ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად
დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი
გადის წინა პროფესიულ მომზადებას.
სპეციალური ჯილდოს მფლობელი მწვანე ინიციატივებისათვის „ტენე“ გახდა,
რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები