შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა
12:44 / 06.03.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის,
თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო ავრცელებს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების
მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და
უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების
ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს
დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები
1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს
დაბადებული რ.ჯ.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე,
ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი,
ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
საშუალებები.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ე.ხ. -სგან
მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს
ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული
შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული რ.ჯ.-სგან
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „მეტადონი“, ხოლო ბრალდებულის
ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად
„ჰაშიში“ ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, თბილისში, ლ.უ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით,
დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას
სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ლ.უ.- ს
მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული
მარიხუანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს
თანამშრომლებმა, რუსთავში ბ.ნ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს 60 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება
,,მეფედრონი". გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. ნარკოტიკულ
საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. დადების მეთოდით
სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის
მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული
საშუალებების „მეტადონის“ და „ალფა პვპ“ - ს შემცველი ნივთიერებები
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ბათუმში, ი. ბ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული
ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მარიხუანა, ნარკოტიკულ საშუალების შემცველი 43 ძირი მცენარე კანაფი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას
თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს
თანამშრომლებმა მ.ე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომანქანისა და
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს
ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" და "მარიხუანა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე
მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ადგილობრივების
საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და
აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი
კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის
განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე
იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე კი - ისევ შალვა პაპუაშვილი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში
კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოავლინა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები