საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
როგორც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი
ამბობს, ეს კონკურსი ქართულ ღვინოებისთვის არის ახალ ბაზარზე გასვლის
შესაძლებლობა.
„საქართველო არის ღვინის სამშობლო და შესაბამისად, აქ უნდა მოხდეს
კონცენტრირება ამ რეგიონში და არამარტო ამ რეგიონში არსებული
ღვინოების და უნდა შედარდეს და გაისინჯოს აქაუღ ღვინოებთან ერთად.
დეგუსტატრორები, რომლებიც არიან ჩამოსულები, აგრეთვე არიან
მნიშვნელოვანი და დიდი ქსელების შემსყიდველები, რაც ცხადია ქართული
ღვინის ახალი ბაზრების გახსნის შესაძლებლობაა. ბევრმა მათგანმა უკვე
დაიწყო მოლაპარაკება ამ თემებთან დაკავშირებით.“ - ამბობს დავით
სონღულაშვილი.
წლევანდელ კონკურსს დადებითად აფასებენ საერთაშორისო მსაჯები.
"გაოცებული ვარ. ეს ჩემი მეორე მოგზაურობაა საქართველოში, პირველად
4-5 წლის წინ ვესტუმრე. მას შემდეგ ღვინის ხარისხი საკმაოდ გაზრდილია.
დიდად ვისიამოვნეთ უმაღლესი დონის ღვინოებით დეგუსტაციითა და
შეფასებით,” - ამბნობს ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი.
კონკურსი უკვე დასრულდა და შედეგები ცნობილია. სულ 18 ოქრო, 72
ვერცხლი და 220 ბრინჯაოს მედალი გაიცა. აქედან ქართულმა ღვინოებმა
დაიმსახურებს 18-ვე ოქრო, 71 ვერცხლი და 196 ბრინჯაო. რაც შეეხება
დანარჩენ მედლებს, 1 ვერცხლის მედალი და 22 ბრინჯაო
აიღეს სომხეთის კომპანიებმა და 2 ბრინჯაო აზერბაიჯანულმა
კომპანიებმა.
კონკურსის ოქროს მედალოსნები არიან:
- საოჯახო მეღვინეობა მილდიანი
- ასკანელი
- ბადაგონი
- ექიმის ბიო-მარანი
- კარდანახი 1888
- ქართველი
- ლიონიძის ზვარი
- ალაზანი
- ბრიცა
- კახეთი
- საწნახელი
- უფლისციხის მამული
- ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო
- ვაზისუბნის მამული
გამარჯვებულების სრული სია იხილეთ
ბმულზე
საქართველოში IWSC კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ღვინის ეროვნული სააგენტო. მხარდაჭერები არიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, GIZ,
ჯეპრა,
ამბასადორი კაჭრეთი და
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.
მასალის გამოყენების პირობები