არ ვხოცავთ ძაღლებს - გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი [photo/video]
17:38 / 24.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
საკითხის გარშემო არსებული ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი გადამღები
ჯგუფი გაუფრთხილებლად ეწვია გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარს.
ტერიტორიაზე შესვლასთან და ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით პრობლემა
არ შეგვქმნია.
ადგილზე ჩასულებს სააგენტოს ცენტრის თანამშრომლები და დირექტორის
მოადგილე დაგვხვდნენ. ტერიტორიის დათვალიერება საოპერაციო ბლოკიდან
დავიწყეთ, სადაც მხოლოდ ბახილებით შეგვიშვეს.
საოპერაციო ბლოკში არის სტერილიზატორი, სადაც ხდება იარაღების
სტერილიზაცია და საჭირო მედიკამენტები. ამასთან, უნდა აღინიშნოს,
ერთჯერადი ხელთათმანებისა თუ ექიმებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობის
დიდი მარაგი.
მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეთვალიერებინა მედიკამენტებისთვისა და
საკვებისთვის განკუთვნილი საწყობებიც.
მას შემდეგ, რაც გელა ელიკაშვილმა თავშესაფრის მთელი ტერიტორია
დაგვათვალიერებინა, გავესაუბრეთ სააგენტოს დირექტორს, თეიმურაზ
ზავრაშვილსაც.
იგი უარყოფს ინფორმაციას ძაღლების კრემატორიუმში დაწვისა თუ მათი
ჩაქუჩებით დახოცვის შესახებ. მისი თქმით, ეს ყველაფერი სახელმწიფო პროგრამის
წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაა. ის ასევე ეხმაურება კრემატორიუმის
კუსტარულობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციასაც და ბიოლოგიური
ნარჩენების განადგურების პროცესში მის აუცილებლობაზე გვესაუბრება.
მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ ორი კრემატორიუმი ფონქციონირებს.
ერთი გორში, მეორე კი -გურჯაანში.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, აღნიშნულის შესახებ საზოგადოებამ
მაშინ შეიტყო, როდესაც ცხოველთა უფლებადამცველმა, ქეთა ხვიჩიამ 23
ოქტომბერს პირად ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია დაკარგული
ძაღლისა და მისი ლეკვების შესახებ.
8 ნოემბერს, თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ მისი
ორგანიზაცია 20 000-ლარს გადასცემს ადამიანს, რომელიც გურჯაანის
ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ცხოველების ცოცხლად დაწვის
ვიდეომასალას.
ბორჯღალოსნები 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივრის
წინაშე 24 ნოემბერს 18:00 საათზემიხეილ მესხის სტადიონზე ტონგასთან
გამართავს.მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს.
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი
კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის „შავი პარასკევის” კამპანიის
ფარგლებში განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ადგილობრივების
საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და
აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი
კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები