ხვალ, 7 ნოემბერს, თელავში ტრადიციულად აღინიშნება ერეკლე მეფის
იუბილე - ერეკლეობა. ღონისძიებების პროგრამა 9 საათიდან დაიწყება.
თელავის მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, 09:00-11:00-მდე სასახლის
კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გაიმართება წირვა;
11:00-12:00- მეფის სასახლის საელჩო დარბაზში დამეგობრებული ქალაქების
დელეგაციების მიღება, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მისალმება და
საქართველოს ჰიმნი თელავის ქალთა კამერული გუნდის შესრულებით;
12:30- 13:00 - სამეფო ოჯახის მიერ მეფე ერეკლე მეორეს სახელობის
ორდენით დაჯილდოვების ცერემონიალი;
13:00- 17:00 - სადღესასწაულო გამოფენები ცენტრალური მოედნის
ტერიტორიაზე:
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ ორგანიზებული პავილიონები
;
ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა ;
ადგილობრივი კომპანიების, მცირე მეწარმეთა პროდუქტისა და ნაკეთობების
პავილიონები;
გერმანელ სტუმართა პავილიონი ბიბერახიდან ;
საბავშვო კუთხე და გასართობი ატრაქციონები;
ტურისტული და საინფორმაციო პავილიონები პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟის“,
„დინა თრეველისა“ და „ონკოლაინ-ჯორჯიას“ მონაწილეობით.
13:00-15:00 - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების, სამუსიკო სკოლებისა
და სტუდიების მონაწილეობით;
12:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება
ღონისძიებები თელავის ისტორიულ მუზეუმში.
სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში გაიმართება სოსო ბიჭიკაშვილის
საავტორო წიგნის - ,, ერეკლე II „ პრეზენტაცია.
ასევე, სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში , ქართული ჭიდაობის
საერთაშორისო აკადემია , ქართული ჭიდაობის საერთაშორისო დონეზე
აყვანასთან დაკავშირებით ჩამოიტანს პრიზს ,,ოქროს საწმისი“ , რომელიც
დროებით გამოიფინება სასახლე - მემორიალის საგამოფენო სივრცეში. ამავე
ღონისძიების ფარგლებში ბატონის ციხის ეზოში მოეწყობა ქართული
ჭიდაობა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება
იარაღის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის
ფონდსაცავში დაცული იარაღი. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე.
მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მხატვარ - დიზაინერის ნინო მრელაშვილის
პერსონალური გამოფენა სახელწოდებით, " ისტორიული ფეხსაცმლის მოდელები
გასული საუკუნიდან". კოლექცია არის, საქართველოს კულტურის, სპორტისა
და ახალგაზრდიბის სამინისტროს კონკურსის "მუსიკალური
ინსტრუმენტების,ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი
და აქსასუარები) ოსტატთა ხელშეწყობა"-ის გამარჯვებული პროექტი.
კოლექცია მოიცავს ისტორიული ფეხსაცმლისა და ხელთათმანის იდენტურ
მოდელებს .
15:00 – 15:30 - თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ მომზადებული მეფე ერეკლესადმი
მიძღვნილი სანახაობა „პატარა კახი“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი) -
თეატრის ფოიე;
17:00 -19:00 - გალა- კონცერტი ანსამბლ „ალილოს,, და ჯგუფ „მიქსტურას“
მონაწილეობით.
მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაგეგმილია
მცხეთაშიც.
07:00 სთ - თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან გასვლა მცხეთაში მეფე
ერეკლე მეორეს საფლავზე ;
09:00- 10:00 - სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მცხეთაში;
მასალის გამოყენების პირობები