ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება
28 ოქტომბერს, სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
სიტყვით გამომსვლელთა დღის წესრიგი შემდეგია:
11:30 -14:00 შესავალი სიტყვა - ნინო ფოჩხიძე - ივანე ბერიტაშვილის
ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი
რევაზ სოლომონია, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ივანე ბერიტაშვილის
ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
მისალმება - გვანცა ჭკადუა, დირექტორი, ივანე ბერიტაშვილის
ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
დესანი ფურცელაძე - მუზეუმის მენეჯერი, ივანე ბერიტაშვილის
მუზეუმი
მაღალი ინტენსიობის ქრონიკული ხმაური: თავის ტვინის ულტრასტრუქტურული
ცვლილებები.
ია ჟვანია - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის
თავის ტვინის ულტრასტუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის
ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორი-ემერიტუსი
ახალი in silico რეოლოგიიური კოეფიციენტის და სხვა რეოლოგიური
მახასითებლების კავშირი ფორმიანი ელემენტების ზოგიერთ
მახასიათებლებთან ლიმფობლასტური ლეიკოზის მაგალითზე.
მაკა მანწკავა - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის
ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების
ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მედიალური სეპტუმის ელექტრული სტიმულაციის ეფექტები
ჰიპოკამპდამოკიდებულ სივრცით მეხსიერებაზე ბუნებრივად დაბერებულ
ვირთაგვებში: ქცევითი, იმუნოჰისტოქიმიური და ნეიროქიმიური კვლევა.
მაია ბურჯანაძე - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის
ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მთავარი
მეცნიერ-თანამშრომელი
რადიაციულ უსაფრთხოებაში პოსტპანდემიური ჰიბრიდული განათლების
ეფექტურობა. პირველადი შედეგები.
დავით ნადარეიშვილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის
ცენტრის გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის
ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები