გურჯაანის ყველაწმინდასა და სოფელ ფხოველს შორის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი მოეწყობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის ყველაწმინდასა და სოფელ
ფხოველს შორის 5,2 კმ-იანი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი და
მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინფორმაციას აღნიშნულთან
დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე
ცნობით, პროექტი ემსახურება გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი
ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას.
პროექტი ხორციელდება სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)
ფარგლებში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ 11 ივლისს სასტუმრო
,,სტამბაში" გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით პროგრამის „ევროკავშირი
ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური
და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული
მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი
გელენავამ წარადგინა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული
პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ გურჯაანის ყველაწმინდა - სოფელ
ფხოველის 5,2 კმ-იანი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის და
მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტი ემსახურება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ტურიზმისა და ეკონომიკური
აქტივობების განხორციელებას.“ - აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 4
რეგიონიდან: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთიდან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი
ორგანიზაციების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100- მდე
წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები