ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ქალაქ სან
ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში აღმოჩენილია 40-ზე მეტი (სულ
მცირე 46) ადამიანის გვამი. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მიგრანტები
არიან, თუმცა ოფიციალურად მათი ეროვნება ამ დროისთვის არ საჯაროვდება.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანით მექსიკელი მიგრანტები
გადაჰყავდათ.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებთ, BBC-ი ავრცელებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ მეხანძრეების თქმით, 16
ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, სამედიცინო დაწესებულებაში
გადაიყვანეს.
გადარჩენილებს აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, მზის დარტყმა და
გაუწყლოება.
27 ივნისს, სან ანტონიოში ჰაერის ტემპერატურა +39 გრადუსს
აღემატებოდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სან ანტონიო, რომელიც 250 კმ-ითაა
დაშორებული აშშ-მექსიკის საზღვარს, წარმოადგენს ძირითად გზას
კონტრაბანდიტებისთვის.
ადამიანებით მოვაჭრეები ხშირად იყენებენ სატვირთო ავტომობილებს, რათა
საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანონ უსაბუთო მიგრანტები, მას შემდეგ, რაც
მათ უკვე გადაკვეთილი აქვთ აშშ-ის საზღვარი.
„მათ ჰყავდათ ოჯახები... და ალბათ ისინი უკეთესი ცხოვრების ძებნას
ცდილობდნენ,“ - ამბობს სან ანტონიოს მერი რონ ნირენბერგი და
აღნიშნავს, რომ „ ეს არაფერია, თუ არა საშინელი ადამიანური
ტრაგედია“.
სან ანტონიოს სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის, ჩარლზ ჰუდის თქმით,
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ლოკაციაზე,
ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 18:00 საათზე (23:00 GMT) გამოჩდნენ,
მას შემდეგ, რაც მათ გარდაცვლილის ცხედრის აღმოჩენის შესახებ ცნობა
მიიღეს.
„არ უნდა გვიწევდეს, სატვირთო ავტომობილების გახსნისას გარდაცვლილთა
გვამების ნახვა. არცერთი ჩვენგანი არ მოდის სამსახურში მსგავსი სცენის
წარმოდგენით,“ - ამბობს ჩარლზ ნირენბერგი.
მისივე განმარტებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მიატოვა
სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც არც გაგრილების სისტემა და არც
სასმელი წყალი არ მოიპოვებოდა.
მასალის გამოყენების პირობები