კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მთავრობა სესხს იღებს
მთავრობამ პარლამენტს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და
განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება“
წარუდგინა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა შეთანხმება ორშაბათს, 2 მაისს განიხილა და მხარიც
დაუჭირა.
საუბარია კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტზე,
რომელიც საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის (დაახლოებით
17 კმ) მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის, დაწყებულია სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო
მნიშვნელობის (ს-5) თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის
რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი საგარეჯოს
დაახლოებით 35 კმ-იანი, ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის
მონაკვეთზე, რომელიც დაყოფილია სამ ლოტად: ვაზიანის შემოსავლელი გზა
(3.7 კმ, ლოტი 0), ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი (23.8 კმ, ლოტი 1) და
საგარეჯოს შემოსავლელი გზა (7.7 კმ, ლოტი 2).
განმარტებითი ბარათის მიხედვით, საგარეჯო – ბადიაურის დაახლოებით 17
კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი 3) დეტალური პროექტის მომზადება
დასრულებულია და სამშენებლო სამუშოების დაწყება იგეგმება მიმდინარე
წლის ბოლოს.
ამავე ბარათის თანახმად, საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის სამშენებლო
სამუშაოების ხანგრძლივობა : მოიცავს 30 თვეს, რასაც დაემატება
დეფექტების შეტყობინების 24 თვიანი პერიოდი. აღნიშნულ მონაკვეთზე
სამუშაოები შესაძლოა 2022 წელს დაიწყოს.
სასესხო შეთანხმების პროექტის საბოლოო ტექსტის შემუშავების მიზნით
IBRD-თან მოლაპარაკებები 2022 წლის წლის 21-22 თებერვალს გაიმართა.
პროექტის განსახორციელებლად IBRD 97,700,000 ევროს სესხს გამოყოფს.
სესხის ხანგრძლივობა 27.5 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12.5
წელი.
მასალის გამოყენების პირობები