საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა
რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.
უწყების ცნობით I ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის
ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.
რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით,
ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის
ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:
• რომელთა და-ძმა სწავლობს
სასურველ სკოლაში;
• მშობელი არის კონკრეტული
სკოლის თანამშრომელი;
• ოჯახიდან ერთდროულად ორი
ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25
ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2ივნისიდან
5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
ოფიციალურ ვებგვერდზე:
http://registration.emis.ge/
IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20
აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე
მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე
ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი
დოკუმენტები:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა
შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და
ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ
სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი.
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი.
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი
ქართულ ენაზე.
მასალის გამოყენების პირობები