საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვებია.
ამ დროისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ
საავტომობილო გზებზე:
- ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის
მონაკვეთზე გუშინ შეფერხებული იყო გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.
თუმცა ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის მიზნით
სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
- თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ93
მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი
გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
აკრძალულია.
- თოვლის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო
გზის კმ30–კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალია.
- ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186
(ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის
კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული
მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების
შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი
სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა უწყვეტ რეჟიმში
მიმდინარეობს.
დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის
შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ
საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მასალის გამოყენების პირობები