გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის
აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო და 4 აპრილის
18:00 საათამდე გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე
online.naec.ge.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად
ჩატარდება:პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი
მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და
საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;საგნის შეცვლა ან
დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00
საათამდე შეეძლებათ;საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში
ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების
გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.2022 წლის სიახლეებს,
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და
საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს
მონაწილეები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი
გამოცდისათვის) 10 ლარია. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას
გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ
დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და
ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება
მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1
ლარი. epay.ge-ს მთავარ გვერდზე გადასვლის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს –
„სხვა“ და შემდეგ ისევ აირჩიეთ ჩამონათვალიდან „სხვა“. გახსენით
ბანერი „განათლება“, ამ ველში შესვლის შემდეგ კი – გამოცდების
ეროვნული ცენტრი. თანმიმდევრობით შეავსეთ შესაბამისი ველები და
დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“;
3. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს
ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge –
საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი.
თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4
აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება.
რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში,
ასევე ელექტრონულად ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
(ელექტრონულად
განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).
აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს
შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე
უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
მასალის გამოყენების პირობები