სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის
ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.
დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის
საფასურს დაუსუბსიდირებს.სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის
დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა
და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და
დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ
ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ
დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის
მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.
ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა
უმეტეს 200 კვსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვსთ-ზე
3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი
ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა,
გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე
სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით
რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან
150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში.
სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ
„აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული
ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“
დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით.
ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით
რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან
ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში,
განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არა უმეტეს 100
ლარისა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები