რომელ საავტომობილო გზებზე დაწესდა შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური
პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე
შეზღუდვა შემდეგ საავტომობილო გზებზე მოქმედებს.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო
გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე
მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ158 მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 მონაკვეთზე,
ნაქერალას უღელტეხილიზე, აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის
საავტომობილო გზის კმ53-კმ106, კორშა-შატილის მონაკვეთზე, აკრძალულია
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით.
თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა,
ყინვა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო
გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და ასევე ახალქალაქი-კარწახის
საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის
კმ12-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-8)
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50, ხაშური-აწყურის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები