გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 30 ფაქტი
გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი გამოვლენილია ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტში. სოფლების - აფენის, ჭიაურის, გიორგეთის, ასევე, შპს
„ფაუნის“ ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს რცხილის,
თუთიის, მუხისა და ჭადრის სახეობის, ჯამში დაახლოებით 4,5 კუბური
მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი. ასევე, უკანონოდ მოჭრეს აკაციის
სახეობის 4 ერთეული, ჭადრის სახეობის 1 ერთეული და რცხილის სახეობის 3
ერთეული ხე-მცენარე.
6 სამართალდარღვევაა გამოვლენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
მოქალაქეებმა, სოფლების - პატარძეულის, თოხლიაურის ტყეებში, ასევე
საგარეჯოს სატყეო უბანში, უკანონოდ მოიპოვეს 3 ერთეული მუხისა და 1
ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე. ასევე, სამართალდამრღვევებმა,
უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან,
დაამზადეს ჯამში 1,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა.
6 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. სოფლების
- თხილისწყაროსა და ახალსოფლის ტყეებში, ასევე შილდის მიმდებარედ და
საბუეს სატყეო უბანში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 1 ერთეული
რცხილის, 2 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე. ასევე, მოქალაქეებმა
უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს
ჯამში 2,1 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა.
4 სამართალდარღვევაა გამოვლენილი თელავის მუნიციპალიტეტში.
მოქალაქეებმა, სოფელ იყალთოს, სოფელ ჩალაურისა და ნაფარეულის სატყეო
უბნებში, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ჯამში 5 ერთეული
ხე-მცენარე.
სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი გურჯაანში დაფიქსირდა. სოფელ ზემო
კაჭრეთის მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს, ჯამში 3
ერთეული მუხის სახეობის ხე-მცენარე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძების სატყეო უბანში, მოქალაქემ
უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქემ
უკანონოდ მოიპოვა რცხილის სახეობის 2 ერთეული ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები