ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, წმინდა ნინოს სახელობის
ტაძარში დღეს ჩატარებული ქადაგებისას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ
ვითარებასაც შეეხო.
"ცოტა ხნის წინაც ვთქვი შერიგებაზე და ვცდილობ რომ მხარედ არ
გამოვჩნდე, თორემ ძალიან კარგად ვიცი, სად არის სიმართლე და
ჭეშმარიტება, ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც
დაშავდების. დღეს მთავარია, ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ
ქართველებმა, მე გამიხარდა ბოლო პერიოდში სხვადასხვა პარტიების და
პრეზიდენტის გამოხმაურება,მაგრამ თუ არა ეკლესიაში სხვაგან შანსი არ
არის ქართველების შერიგების. დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის
ღირსებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები და დანაშაულებები,
რაცერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის.იქიდან დავიწყოთ, დამოუკიდებლობას
როგორ მოვეპყარით. დაიწყეს ძმათა მკვლელი ომი და დავაზარალეთ ქვეყანა,
შემდეგ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და
კარგად ვხედავთ როგორ მდგომარეობაშიც ვართ. მაგრამ იმედით ვარ
აღსავსე, რომ ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე და მე
ვფიქრობ, ვნახავთ გზას რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ყველა მხარეს შორის
უნდა მოხდეს შერიგება და ჩვენ კარგად ვიცით ეს როგორც უნდა მოხდეს.
შერიგებას მოახდენს ის ხალხი რომელიც მიკერძოებული მხარე არ იქნება და
საქართველოს მხარეს არის. საქართველოში კაციც არ უნდა დაგვრჩეს
შერიგების მერე ისეთი, რომ ნაწყენი იყოს,"- აღნიშნა მეუფემ.
მასალის გამოყენების პირობები