ბაღებში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ბაღის სრულად დაკეტვა სავალდებულო აღარ იქნება
ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაგა-ბაღებში Covid-19-ის შემთხვევების
დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა
სავალდებულო აღარ იქნება.
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით
განახლებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.
„შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს
მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები, ამის გათვალისწინებით, თუ ბაღის
სივრცეში კოვიდი დაფიქსირდა, ასეთ შემთხვევაში სრულად კარანტინში
ბაღის გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. თუ ინფიცირებული არის
ბავშვი, გადავა მთელი ჯგუფი კარანტინში და არა მთელი ბაღი.
დაავადებულთა კონტაქტში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ყველა პირი გადავა
იზოლაციაში, დანარჩენები გააგრძელებ სააღმზრდელო საქმიანობას. თუ
პედაგოგი დაინფიცირდა და მას სხვა პედაგოგებთან ჰქონდა მაღალი რისკის
დაუცველი კონტაქტი, ასეთ შემთხვევაში გადაწყდება სრულად გადავიდეს თუ
არა ბაღი კარანტინში, რადგან საქმე რამდენიმე პედაგოგს ეხება. თუ
დამლაგებელი გახდა ავად, რატომ უნდა დაიკეტოს ბაღი? ჩატარდება
ეპიდმოკვლევა, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დამლაგებელთან კონტაქტში
მყოფი პირი მაღალი რისკის მქონედ და რა შემთხვევაში დაბალი რისკის
მქონედ. თუ დაბალი რისკის კონტაქტი ჰქონდა ბაღის სხვა პერსონალთან, არ
მოუხსნია პირბადე, არავისთან შესულა, რატომ უნდა გავუშვათ მთელი ბაღი
კარანტინში? ეს ახალი რეგულაციები ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით
არსებულ ბაგა-ბაღებზე, როგორც კერძოზე, ასევე საჯაროზე,“- განაცხადა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ციცო დილებაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები