განათლების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით,
პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შეაქვს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების
შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც
2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული
უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია,
2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი
თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის
შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება,
საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი,
რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის
გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე,
უსტატუსოდ.
გამონაკლისის სახით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის
31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და
2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით
დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული
უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ
ერთ კრედიტ-ქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და
რჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის
ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი
თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ
მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან
დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, მიენიჭებათ უფროსი
მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის
ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი
თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ
მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების
კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე
(გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური
ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად
გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი
მასწავლებლები.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის
ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი
თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ
მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული
ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის
ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით
გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ,
როგორც უფროსი მასწავლებლები.
მასალის გამოყენების პირობები