გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 22 ფაქტი
გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 5-5 ფაქტია გამოვლენილი ლაგოდეხის, გურჯაანისა
და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. 4 ფაქტი დაფიქსირდა სიღნაღის
მუნიციპალიტეტში. 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ყვარლის
მუნიციპალიტეტში, 1 ფაქტი კი - ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფონის, აფენის, გიორგეთის
მიმდებარე ტყეებში და ასევე შპს „ფაუნას“ სატყეო უბანში, მოქალაქეებმა
უკანონოდ მოიპოვეს 1 ერთეული ლაფნის, 1 ერთეული ჭადრის სახეობის
ხე-მცენარე და 0,8 კუბური მეტრი რცხილის, 0,4 კუბური მეტრი ჭადრისა და
0,4 კუბური მეტრი ვერხვის სახეობის საშეშე-მერქანი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ
მოჭრა 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსას სატყეო უბანში, მოქალაქეებმა
უკანონოდ დაამზადეს ჯამში 2 კუბური მეტრი რცხილის სახეობის
საშეშე-მერქანი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყის, კალაურისა და შაშიანის ტყეებში,
მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 5 ერთეული წიფლისა და 1 ერთეული რცხილის
სახეობის ხე-მცენარე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ხაშმისა და ნინოწმინდას
მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 2 ერთეული მუხისა და
1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარეები, ასევე სხვადასხვა სახეობის
ხე-მცენარეებისგან უკანონოდ დაამზადეს ჯამში 3,5 კუბურ მეტრამდე
საშეშე მასალა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალსოფლისა და ბალღოჯიანის
მიმდებარე ტყეებში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს ჯამში 2 კუბურ
მეტრამდე რცხილისა და კაკლის სახეობის საშეშე მასალა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ შესაბამისი ოქმები.
მასალის გამოყენების პირობები