რა ღონისძიებები გაიმართება ხვალ თელავში "ერეკლეობის" დღესასწაულზე
ხვალ, 7 ნოემბერს, თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე,
,,ერეკლეობა,, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება.
მერიის ინფორმაციით, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით,
მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები
გაიმართება.
09:00--დან 10:00 საათამდე ჩატარდება მეფის სულის მოსახსენიებელი
პანაშვიდი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.
9:00-დან 11:00 საათამდე დილის წირვას და ერეკლე მეორეს სულის
მოსახსენიებელ პანაშვიდს ერეკლე მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის
მიძინების ტაძარში აღავლენენ.
12:00 საათზე ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება კონცერტი ანსამბლების
„პატარა კახისა“ და „მზე შინას“ მონაწილეობით, მათი
აუდიო-კომპაქტდისკების პრეზენტაცია. სასახლის ტერასა (ჩრდილოეთი
მხარე) ;
12:30-დან 13:00 საათამდე მოეწყობა ერეკლე მეორის ორდენით დაჯილდოების
ცერემონიალი.
13:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ერეკლე მეფისადმი
მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით ,,პატარა კახი - საყვარელი კახეთის
მეფე".
12:00-დან 17:00 საათამდე ერეკლე მეორის მოედანზე, ძველი ბაღის
ტერიტორიაზე გამოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის
სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.
12:00-დან 17:00 საათამდე ქალქის მთავარ მოედანზე გახსნილი იქნება
წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის
პავილიონები;
15:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება ადგილობრივი შემოქმედებითი
ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი.
17:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის ზაქარია
ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის.სახელმწიფო თეატრის
საბალეტო დასის მიერ წარმოდგენლილი იქნება პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტი
„მაკნატუნა“
19:30 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი.
მასალის გამოყენების პირობები