სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა.
კერძოდ, შეიცვალა ჩანაწერი ადრეული აღზრდისა და განათლების
მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი
დაწესებულებების შესახებ:
“ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის
პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ
სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს 2021 წლის 4 ოქტომბრამდე, ხოლო 2021
წლის 4 ოქტომბრიდან აღნიშნული დაწესებულებები სრულად აღადგენენ
სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის
მასშტაბით: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი
გაგრძელდება დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში; ბ)
პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი
არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ
რეჟიმში”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში.
ამასთან, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა რა შემთხვევაში დაიშვება
პაციენტთან ის სტუდენტი რომლის სწავლაც პაციენტთან კონტაკტს
ითვალისწინებს:
“ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა
სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური
სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და
სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ
შემდეგ პირობას: ა) სრულად ვაქცინირებულია; ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი
PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; გ) ახალი კორონავირუსის
(COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის
გასული 6 თვეზე მეტი”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის
ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები