ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს – გერმანიის პრეზიდენტი ინფორმაციას უარყოფს
მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება
და გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკი" უწოდა.
გახშირებული არალეგალური მიგრაციის გამო ევროკავშირმა საქართველოს
შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას
ონლაინგამოცემა Euobserver.com ევროკავშირის 27 სექტემბრით
დათარიღებულ შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მოლდოვაში
ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ
შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება და გავრცელებულ
ინფორმაციას "ფეიკი" უწოდა.
დოკუმენტის მიხედვით საფრთხე საქართველოს გარდა უკრაინას, მოლდოვასა
და ბალკენეთის ქვეყნებს (მონტენეგრო, სერბეთი და ჩრდილოეთ მაკედონია)
ემუქრებათ. საკითხი 13 ოქტომბერს განიხილება.
ბოლო 1 წელიწადში ევროკავსირში საქართველოდან წასული თავშესაფრის
მაძიებელთა რაოდენობა 51%-ით გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეები
თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტად გერმანიას, საფრანგეთსა და
იტალიას მიმართავენ, ხოლო მათში ყველაზე ხშირად გერმანიას.
საქართელოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში, (გარდა
ბრიტანეთისა და ირლანდიისა), პლუს ევროკავშირის არაწევრ 4
სახელმწიფოში (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი) ჯამში 30
სახელმწიფოში უვიზოდ მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან გახდა
შესაძლებელი. შეთანხმება რამდენიმე პირობას ითვალისწინებდა,
საქართელოს მოქალაქეს შენგენის ზონაში დარჩენა ყოველი 180 დღიდან
მაქსიმუმ 90 დღით შეეძლო, მას საზღვარზე ბიომეტრული პასპორტი,
სასტუმროს ჯავშანი, მოწვევის დოკუმენტი ან მასპინძლის კოორდინატები და
უკან დასაბრუნებელი ბილეთი უნდა წარედგინა. აუცილებელი იყო ასევე
შენგენის ზონაში ცხოვრების უზრუნველყოფის დადასტურებაც რაც დღიურად
მინიმუმ 50 ევროს საბანკო ანგარიშზე ან ნაღდი ფულის სახით ქონას
ითვალისწინებდა. შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ ლიმიტი 90 ევრომდე
გაზარდა. დოკუმენტში თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ თუ არალეგალ
მიგრანტთა რიცხვი 50%-ს გადასცდებოდა შეჩერების მექანიზმი
ამოქმედდებოდა.
გასული წლის 2 სექტემბერს პარლამენტმა 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში
შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატანი ცლილებები დაამტკიცა,
რომლის ძალითაც ქართველ მესაზღვრეს სათანადო დოკუმენტაციის არქონის
შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის შენგენის ზონაში არგაშვების უფლება
მიენიჭა. ცვლილებები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა
მასალის გამოყენების პირობები