სეტყვის შედეგად დაზარალებულები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
სეტყვის შედეგად დაზარალებული მევენახეები დახმარების მისაღებად
რეგისტრაციას დღეიდან 20 სექტემბრამდე შეძლებენ.
მევენახემ ამ დახმარების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი სოფლის
განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში უნდა გააკეთოს, რის
შემდეგაც მიღებული მონაცემები დამუშავდება, გადაეცემა „ლიბერთი
ბანკს“, შესაბამისი თანხები კი ბენეფიციარებს ანგარიშებზე
ჩერიცხებათ.
„26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობა, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი,
ერთჯერადი დახმარებას მიღებენ. ერთჯერადი დახმარების ოდენობა
განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3,000 ლარით, ხოლო ის ფერმერები რომელთაც
100%-ით დაუზიანდათ მოსავალი, რომელიც უკვე ჩააბარეს და მიიღეს 3000
ლარამდე თანხა მაგალითად 1000 ლარი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით,
სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას ანუ 2000 ლარს.
მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე
მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის
მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ
უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს.
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ
ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის
განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამსახურს და მუნიციპალურ
ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ვენახ(ებ)ის
დაზიანების შესახებ, ვენახ(ებ)ის კოდს (მევენახის კადასტრის
ამონაწერიდან), ფიზიკური პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს და
საკონტაქტო ინფორმაციას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ
პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის
ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში“, - აცხადებენ
სოფლის განვითარების სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები