საოლქო-სარჩევნო კომისიებში, კომისიის წევრთა არჩევის პროცესი
დასრულდა. ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით,
საოლქო-საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა ნათესაური კავშირის
დადასტურების გამო, 155 საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრის არჩევაში
მონაწილეობა არ მიიღო.
მისივე თქმით, იმ უბნებზე, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიების
შეამდგენლობა სრულად ვერ შეივსო, კომისია 3 დღის ვადაში აირჩევს
საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისგან ან ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს:
“საოლქო-სარჩევნო კომისიებში საუბნო- საარჩევნო კომისიის წევრთა
არჩევის პროცესი დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების
დამუშავება 3664 საარჩევნო უბნიდან. საოლქო-საარჩევნო კომისიებმა
ხელახალი კონკურსი 226 ვაკანსიაზე 151 საუბნო-საარჩევნო კომისიაში
გამოაცხადეს. საოლქო-საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა ნათესაური
კავშირის დადასტურების გამო, 155 საუბნო- საარჩევნო კომისიის წევრის
არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების 58%-ში 8 ვაკანსიაზე 8 განაცხადი
იყო. იმ უბნებზე, სადაც სრულად ვერ შეივსო საუბნო-საარჩევნო
კომისიების შეამდგენლობა, საოლქო-საარჩევნო კომისია 3 დღის ვადაში
აირჩევს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისგან ან ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს.
საოლქო-საარჩევო კომისიებმა იხელმძღვანელეს პასუხისმგებლობის მაღალი
სტანდარტით და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის მიზნით
გამართული სხდომები ღიად, გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული
დაცვით წარმართეს. ყველა უფლებამოსილ პირს ჰქონდა შესაძლებლობა,
დასწრებოდა და დაკვირვებოდა აღნიშნულ პროცესს. 94 დამკვირვებელი
აკვირდებოდა არჩევას, ასევე 44 საარჩევნო სუბიექტი და 7 მედიის
წარმომადგენელი. თუმცა, რამდენიმე დღეა, გარკვეული ჯგუფების მხრიდან
მიმდინარეობს პროცესის დისკრედიტაცია, მიზანმიმართულად ფაქტების
დამახინჯება და პროტესტის ნიშნად სხდომების დატოვება.
ის ბრალდებები, რაც ამ დღეებში საოლქო-საარჩევნო კომისიების მიმართ
მედიით გავრცელდა, არაარგუმენტირებული და არაკომპეტენტურია.” –
აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.
მასალის გამოყენების პირობები