საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო
ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების
ინიციატივით, 10 ივლისს, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ბიზნესფორუმი გაიმართება.
პროექტის "მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის
(MUSQAT)" ფარგლებში (პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ კონსულტაციისა და
ტრენინგების ცენტრს და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო
ხელშეკრულების ქვეშ), სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
"სპექტრისა" და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი
ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედი და პოტენციური ბიზნეს
სუბიექტებისათვის ჩატარდება.
ფორუმის განმავლობაში მიმოიხილება მუნიციპალიტეტში არსებული და
დაგეგმილი ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებები.
„მხარეთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ტურიზმის
პოლიტიკის განვითარება, ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, რადგან
სხვადასხვა ორგანიზაციები ჩართულობითა და ინტერესებით, როგორც საჯარო
- ისე კერძო სექტორიდან, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, მოიცვან
ადგილობრივი მოქალაქეები, ბიზნესის მფლობელები, სახელმწიფო
მარეგულირებელი და მიწათსარგებლობის განყოფილებები და სამმართველოები,
საჯარო, კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები - ყველა, ვინც
ჩართულია, ან უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
ინტეგრირებული პოლიტიკის დანერგვის მიზნით. გთხოვთ, წარმოადგინოთ
თქვენი მოსაზრებები, საჭიროებები და გააჟღეროთ შეხვედრისას.
გარდა ამისა, ბიზნესსუბიექტებს, შესაძლებლობა ეძლევათ კომპანიებში
დასაქმების მსურველთა ადგილზე რეგისტრაციის. ამისათვის სპეციალურად
გამოყოფილ სივრცეში დაგეთმობათ ადგილი, რომ განათავსოსთ თქვენი ბანერი
და გამოყოთ წარმომადგენელი.“-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ფორუმი დაიწყება 12:00 საათზე, საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის
ტერიტორიაზე და გაგრძელდება დღის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები