საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს დაანონსებული
„ღირსების მარში მიზანშეუწონლად მიაჩნია“, მისი თქმით, მსგავსი ტიპის
აქციებმა შესაძლოა ქვეყნაში დაპირისპირება გამოწვიოს. იგი მარშის
მონაწილეებს ალტერნატიულ ადგილს სათავაზობს.
„ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი
ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში
არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა
ნიშნით გამორჩეული ადამიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა.
შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც
აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული
მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ
როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათი
კონსტიტუციური უფლებაა. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების
საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის
ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა
ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის
ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათი აქცია შეიცავს გარკვეულ
საფრთხეს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა.
მინდა, მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება. კერძოდ,
პოლიციის მიერ შეფასებული რისკების შეფასება და ალტერნატივად აირჩიონ
სხვა ლოკაცია“, – განაცხადა მან.
ირაკლი ღარიბაშვილმა მარშის მონაწილეებს თხოვნით მიმართა
„აქციის მოწინააღმდეგეებს მინდა მივმართო თხოვნით, რომ ესეც რა თქმა
უნდა, არის მათი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ყველაფერი უნდა
ჩატარდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. პროტესტის ფორმაც უნდა
იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს.
ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. როგორც
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს
და სამოქალაქო დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ
მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ჩავატაროთ
მშვიდად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, – აღნიშნა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული დღეს ღირსების მარშით
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები