დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაცია
ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინით წარიმართება.
სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა
300 ბრიგადა და 150 კლინიკა. კლინიკებთან ერთად ვაქცინაციის პროცესი
სპეციალურად მოწყობილ ამცრელ ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი. თუმცა
პროცესში, მოთხოვნის მიხედვით რესურსი გაიზრდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხარვეზის
შემდეგ, აცრების დაჯავშნის პორტალი უკვე აღდგენილია. ელექტრონულ
პორტალზე ძლიერი კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც ის გათიშული
იყო.
შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. აღდგენის შემდეგ კი, გუშინ
საღამოს მონაცემებით, პორტალზე რეგისტრირებული „სინოფარმის“ ვაქცინით
აცრის მსურველი 14 ათასამდე ჯავშანი დაფიქსირდა. დაავადებათა
კონტროლისა ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ
ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე, მათთვის სასურველ სამედიცინო
დაწესებულებაში.
მასალის გამოყენების პირობები