საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და აღდგენის ვადები გახანგრძლივდა
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით
მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის ვადები 2022 წლის 31 დეკემბრამდე
გახანგრძლივდა. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო ავრცელებს.
პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება: თუ იგი სხვა
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნებაზე სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს. თუ იგი უკვე
არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეუწყდა საქართველოს
მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2022 წლის 31 დეკემბრამდე
მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
პირს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა:თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის
მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და 2022 წლის 31
დეკემბრამდე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების
განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების
მოთხოვნით, ამისათვის მან ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა
ჩააბაროს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია
არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. იმ
შემთხვევაში, თუ მშობელი აღიდგენს საქართველოს მოქალაქეობას.
პირს სპეციალური წესით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა:რომელსაც არ
დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ დაბადებულია
საქართველოში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით
მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოში. აღნიშნულმა პირმა ტესტირება უნდა გაიაროს -
სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად
საფუძვლებში.
საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდება 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ
პირს, თუ:1975 წლის 31 მარტამდე დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის და
მანამდე 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და არ
მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; 1975 წლის 31 მარტის შემდეგ
დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და არ
მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; საქართველოს ტერიტორიაზე
დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს
საქართველოს ტერიტორია და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
მასალის გამოყენების პირობები