აგრარული განათლების გაძლიერებისთვის სკოლებში ახალი სახელმძღვანელო შევა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას
სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების
მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის
გზით. მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, მხარეები
ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების შესახებ
ტრენინგმოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების,
მასწავლებელთა გადამზადებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის
მიმართულებით, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების
მიერ სწორად იქნეს გადმოცემული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და
აგრარული განათლება სკოლაში.“
სახელმძღვანელო დაწყებით საფეხურის პედაგოგებისთვისაა შედგენილი და
მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მარტივად
ადაპტირებადია დაწყებით კლასების (I-VI კლასი)
მოსწავლეებისთვის.მოსწავლებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება,
როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვას
ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი
ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის,
გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია ეცოდინებათ
როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები
სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების
დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას
ნიშნავს სურსათის უვნებლობა.
აღნიშნული სახელმძღვანელოთი სარგებლობას სკოლის პედაგოგები სკოლებში
შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები