მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება - ნიკა მელია
ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან
მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო
აბსოლუტური ურთიერთგაგება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, რომ პარლამენტში შესვლა-არ
შესვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღო.
„მე მგონი ყველასთვის ცნობილია დღიდან ჩემი გათავისუფლებისა, რომ
დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს ორი
კვირა ან 20 დღე და მე ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე
მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. პირველ რიგში პატივისცემის ღირსი
არის ყველა ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ბლოკ „ნაციონალური
მოძრაობის“ ფარგლებში. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა
მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე
გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად
ავითარებდნენ მათ მოსაზრებას, ეს რომ გამეკეთებინა მერწმუნეთ ძალიან
გაუმართლებელი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს არ
ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა დაახლოებით უკვე
ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება - არ
გაგრძელებასთან დაკავშირებით - მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც
გამოვიყენე და დღეიდან ახლაც კი შეხვედრა მაქვს კოლეგებთან, მერე
ხვალ, რა თქმა უნდა, გრძელდება, შემდეგ რეგიონებში გავდივარ და თვის
ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით გადაწყვეტილების მისაღებად. ძალიან
მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო
აბსოლუტური ურთიერთგაგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი
ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს“, -
განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები